მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » იმუნიზაციის მსოფლიო რუკაზე საქართველო ერთერთ ბოლო ადგილზე რჩება

იმუნიზაციის მსოფლიო რუკაზე საქართველო ერთერთ ბოლო ადგილზე რჩება

საქართველო ვაქცინაციის მასშტაბებით მსოფლიოში ერთერთ ბოლო ადგილზეა. 100 მოსახლეზე ჩატარებული აცრების მაჩვენებლით ქვეყანა 122 სახელმწიფოს შორის 102-ე ადგილზეა.

nytimes.com-ის მონაცემებით, მსოფლიოში უკვე 2 მილიარდამდე ვაქცინაა ადმინისტრირებული, რაც 100 ადამიანზე საშუალოდ 24 დოზას გულისხმობს, თუმცა ქვეყნებს შორის ვაქცინაციის დონე განსხვავებულია.

100 მოსახლეზე ადმინისტრირებული ვაქცინების რაოდენობით (129 დოზა) ლიდერი არაბეთია გაერთიანებული საემიროებია, რომელსაც ისრაელი მოსდევს 117 დოზით. შემდეგია არუბა 106 დოზით. საქართველოში ერთჯეადად მოსახლეობის 3,7%-ია აცრილი, ორი დოზით კი მხოლოდ 0,7%. რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, სომხეთში ერთი დოზით იმუნიზებულია მოსახლეობის 0,9 %, აზერბაიჯანში 13%, სრულად კი – 9%.

31 მაისის მონაცემებით საქართველოში ჯამურად ჩატარდა 138 914 აცრა.
სრულად ვაქცინირებულია 26 101 ადამიანი.

 

იხილეთ ასევე

ჯანდაცვის სამინისტრო ელოდება, რომ „ინდური შტამი“ ქვეყანაში დომინანტი გახდება

ქვეყნის მასშტაბით  „დელტა“, იგივე ინდური შტამის გავრცელების მაჩვენებელი ინფიცირებულთა 8%-ს შეადგენს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა …