მთავარი » მსოფლიო » ინდოეთში კორონავირუსის რეკორდული აფეთქებაა, საქართველო ამ ქვეყნის ვიზიტორების შემოსვლის წესებს ამკაცრებს

ინდოეთში კორონავირუსის რეკორდული აფეთქებაა, საქართველო ამ ქვეყნის ვიზიტორების შემოსვლის წესებს ამკაცრებს

დღეს ინდოეთმა განაცხადა, რომ  200 ათასი ახალი ინფიცირებული ჰყავს. ეს ქვეყანაში ყველაზე მაღალი დღიური აფეთქებაა პანდემიის დასაწყისიდან დღემდე.
ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს და წერს, რომ ახალმა სასიკვდილო ტალღამ კორონავირუსით ერთერთი ყველაზე დაზარალებულ ქვეყანას გადაუარა.

მილიარდერმა მუკეს ალბანიმ გადაწყვიტა, მის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში არსებული ჟანგბადის დანადგარები კლინიკებს კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გადასცეს.

ამ სამხრეთ აზიურ ქვეყანაში ჯამში 14 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა.

შექმნილ ვითარებაში ინდოეთიდან შემომსვლელთა კონტროლს ამკაცრებს საქართველო.

იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმად, ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი ნებისმიერი პირი, მოქალაქეობისა და ვაქცინაციის სრული კურსის ქონის მიუხედავად, ექვემდებარება საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენას საზღვარზე და შემდგომ – სავალდებულო 14-დღიან კარანტინს საკუთარი ხარჯებით.

„ცვლილებების მიხედვით, რომელიც უკვე ამოქმედდა, ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი ნებისმიერი პირი, საქართველოში შემოსვლისას საზღვარზე წარადგენს ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის მიღების დამადასტურებელ დოკუმენტს, ხოლო ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი უცხოელი სტუდენტები, მიუხედავად მოქალაქეობისა და ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარებისა, დამატებით წარადგენენ საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტის ნეგატიურ პასუხს და ექვემდებარებიან 14-დღიან სავალდებულო კარანტინს.

დადგენილების თანახმად,  ინდოეთის რესპუბლიკიდან 14 აპრილს მომავალი უცხოელი სტუდენტების(მიუხედავად მოქალაქეობისა) საკარანტინო ხარჯები დაფინანსდება ერთჯერადად, მხოლოდ 6 დღის განმავლობაში, ხოლო დანარჩენი 8 დღის განმავლობაში საკარანტინო ხარჯებს ისინი  საკუთარი ხარჯით დაფარავენ.

 

იხილეთ ასევე

უნგრული მედიის ცნობით, ჩინური ვაქცინა მოსახლეობაში მაღალი ნდობით არ სარგებლობს

რა ვითარებაა იმუნიზაციის კუთხით უნგრეთში, სადაც სხვა წარმოების ვაქცინებთან ერთად ჩინური „სინოფარმის“ პრეპარატები აქტიურად გამოიყენება? …