მთავარი » ახალი ამბები » ინდოეთში წარმოებული მედიკამენტები მსოფლიო ხარისხის სტანდარტებს პასუხობს და აკმაყოფილებს
მცდარია,რომ ინდური მედიკამენტები უხარისხო და არაეფექტურია. უამრავი პრეპარატი იწარმოება ინდოეთში და მსოფლიო ხარისხის სტანდარტებს პასუხობს და აკმაყოფილებს.

ინდოეთში წარმოებული მედიკამენტები მსოფლიო ხარისხის სტანდარტებს პასუხობს და აკმაყოფილებს

ჯანდაცვის სამინისტრომ ფარმაცევტულ ბაზარზე შექმნილი პრობლემების დარეგულირების მიზნით, ჯენერიკების სეგმენტის გაფართოება და ბაზარზე მათი წილის გაზრდა დაასახელა.

ექსპერტთა ერთი ნაწილი იწონებს ინიციატივას და აღნიშნავს, რომ პროექტის წარმატებულად განხორციელებისთვის აუცილებელია, საზოგადოების ინფორმირება ჯენერიკების თაობაზე. ზოგიერთი კი, განმარტავს, რომ სანდოობის მიზნით, აუცილებელია სამინისტროს მედიკამენტებზე ხარისხის კონტროლის გამკაცრებაზეც იზრუნოს.

სულ მალე, ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე კომპანია „ჰუმანითი ჯორჯია“ ამბიციური გეგმებით შემოვა და მომხმარებელს უახლოეს მომავალში მედიკამენტების ფართო სპექტრს შესთავაზებს. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, მათი პრეპარატების პირველი პარტია ხშირი მოხმარების მედიკამენტებით იქნება წარმოდგენილი და საქართველოში ძალიან მალე შემოვა.

მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის პრეპარატების ხარისხი დადასტურებულია მწარმოებლის EU GMP სერთიფიკატით და ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სერთიფიკატის მქონე ლაბორატორიის მიერ ჩატარებული სერიული კონტროლით.

ახალი ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლას დადებითად აფასებენ სპეციალისტები, მედიკოსები და პოლიტიკოსებიც და განმარტავენ, რომ ეს ფაქტი ქვეყნის ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციას შეუწყობს ხელს და მედიკამენტები გაიაფდება.

“ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე სულ რამდენიმე მოთამაშეა და მათ ხშირად სდებენ ბრალს ოლიგოპოლიაში, ამ ფონზე ბაზარზე ახალი მოთამაშე „ჰუმანითი ჯორჯია“ შემოდის. ეს მისასალმებელია. ახალი მოთამაშე ინდოეთიდან ჯენერიკ მედიკამენტების იმპორტირებას გეგმავს, რომლის ფასიც ბაზარზე არსებულ ფასებთან შედარებით საკმაოდ დაბალი იქნება“ – ამგვარ პროგნოზს აკეთებენ ექსპერტები და არცთუ უსაფუძვლოდ.

ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი კომპანიის შემოსვლას საქართველოს პარლამენტის წევრი დავით ლორთქიფანიძე მიესალმება და აღნიშნავს, რომ „ჰუმანითი ჯორჯიაზე“ აუცილებელია საზოგადოებას უფრო მეტი ინფორმაცია გააჩნდეს უკეთ შეფასებისთვის:

„რაც შეეხება „ჰუმანითი ჯორჯიას“, ამ კომპანიის შესახებ პირველად მესმის, ინფორმაციას არ ვფლობ, რადგან არ ვმუშაობ ჯანდაცვის მიმართულებით, მაგრამ თვითონ ის ფაქტი, რომ ახალი კომპანია შემოდის ბაზარზე, ხელს შეუწყობს მომხმარებლებს გაცილებით მეტი არჩევანი ჰქონდეს.

ამასთანავე მინდა აღვნიშნო, მცდარია მოსაზრება, რომ ინდური მედიკამენტები უხარისხო და არაეფექტურია. უამრავი დასახელების პრეპარატი იწარმოება ინდოეთში, რომელიც მსოფლიო ხარისხის სტანდარტებს პასუხობს და აკმაყოფილებს.

ჩვენ გვაქვს ჯანდაცვის სამინისტროში სპეციალური სამსახური, რომელმაც უნდა აკონტროლოს მედიკამენტების ხარისხი და ჩვენი მომხმარებელი უნდა იყოს დაცული ყველანაირი უხარისხო პროდუქციისაგან. სხვა მხრივ, რაც უფრო მეტი კომპანია შემოვა ქართულ ბაზარზე, რომელიც თავისუფალი თამაშის წესებს დააფუძნებს, ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ წაადგება ჩვენს ფარმაცევტულ ბაზარს“.

პარლამენტარი ჯენერიკების სეგმენტის გაფართოების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ აღნიშნული ფაქტი მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის:

„ბუნებრივია, ჯენერიკების შესახებ საკმაოდ დიდ ინფორმაციას ვფლობ. ეს არის მედიკამენტი, რომელიც ეფექტურობითა და შედეგიანობით ბრენდის იდენტურია. ის წარმოებულია სხვა ფარმაცევტული კომპანიის მიერ. ქართველებს ყველაფრის მიმართ განსხვავებული დამოკიდებულებები გვაქვს. თუ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მიღებულია და წარმატებით იყენებენ ჯენერიკებს, საქართველოში რატომ უნდა გაჩნდეს ხელის შემშლელი ფაქტორები? პაციენტს არჩევანი შესაძლებლობა არ უნდა დაუკარგო“.

for.ge

იხილეთ ასევე

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების დადებითობის მაჩვენებელი 8%-ს ასცდა

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების დადებითობის მაჩვენებელი 8%-ს ასცდა. stopcov.ge-ს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში 9790 ტესტიდან ვირუსი …