მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ინდური წარმოების მედიკამენტი მისაღები, ხარისხიანი და სანდოა, თუ მას შესაბმისი ტექნოლოგიების დაცვით აწარმოებენ
ინდური წარმოების მედიკამენტი მისაღებია, ხარისხიანი და სანდოა, თუ მას შესაბმისი ტექნოლოგიების დაცვით აწარმოებენ. პაციენტი მაქსიმალურად დაცული უნდა იყოს.

ინდური წარმოების მედიკამენტი მისაღები, ხარისხიანი და სანდოა, თუ მას შესაბმისი ტექნოლოგიების დაცვით აწარმოებენ

ფარმაცევტულ ბაზარზე ჯენერიკ მედიკამენტების იმპორტის საკითხს, ენდოქირურგიის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი ოთარ ჯანელიძე გამოეხმაურა:

“მნიშვნელოვანია, რომ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე  ხარისხიანი მედიკამენტების იმპორტი განხორცილდეს. რა თქმა უნდა, ჯენერიკი იქნება თუ ბრენდი, ის უნდა იყოს სანდო და ეფექტური შედეგების გათვალისწინებით. საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე ყოველთვის ყველაფერი იყიდებოდა. გამოსავალი ის გახლავთ, რომ აუცილებლია, ქვეყანაში მედიკამენტზე კონტროლი გამკაცრდეს.  დღეს წამლის ხარისხის  კონტროლის მექანიზმი შესაცვლელია, ფაქტობრივად, ეს პროცესი არ ხორციელდება. არ შეიძლება მედიკამენტი საქარტველოში იაფი ღირდეს, მაშინ, როდესაც ის მთელ მსოფლიოში ძვირია.

ზოგადად,  ქართული ფარმაცევტული ბაზარი ქაოსურია,  გაბატონებულია ოლიგოპოლიაა და შესაბამისად, ფასებიც ძალიან უკონტროლოა. წლების განმავლობაში საუბრობენ, რომ უნდა დაიკლოს მედიკამენტებზე ფასებმა, მაგრამ რეალურად ვერ ვხედავთ შედეგს. გვესმის მხოლოდ საუბარი,  თუ ბაზარზე შემოვლენ ახალი მოთამაშეები, რომლებიც შემოგვთავაზებენ ეფექტურ და მაღალი ხარისხის ჯენერიკებს, რა თქმა უნდა, ამაზე კარგი რა უნდა იყოს, მით უმეტეს სოციალურად დაუცველებისთვის, პენსიონერებისთვის და უმწეო ადამიანებისთვის“.

რაც შეეხება ინდურ ჯენერიკებს, ჯანელიძე  მასში უარყოფითს და მიღებელს  ვერ ხედავს და აღნიშნავს,რომ  როგორც ყველგან, ინდოეთშიც  აწარმოებენ როგორც ეფექტიან, ისე ნაკლებად ეფექტიან მედიკამენტებს.

„ინდური წარმოების მედიკამენტი მისაღებია, ხარისხიანი და სანდოა, თუ მას შესაბმისი ტექნოლოგიების დაცვით აწარმოებენ. პაციენტი მაქსიმალურად დაცული უნდა იყოს და მედიკამენტის მიღებას არ მოყვეს  მოუდლონელი სახის  გართულებები”, – ამბობს ოთარ ჯანელიძე. 

economic.ge

იხილეთ ასევე

„მოდერნას“​ მიერ შექმნილმა „კოვიდ-19“-ის ვაქცინამ მოზარდებში 96-პროცენტიანი ეფექტურობა აჩვენა

„მოდერნას“​ მიერ შექმნილმა „კოვიდ-19“-ის ვაქცინამ მოზარდებში 96-პროცენტიანი ეფექტურობა აჩვენა. ინფორმაციას CNN კომპანიის აღმასრულებელ დირექტორზე, შტეფან …