მთავარი » ახალი ამბები » ინფექციური საავადმყოფო ახალ შენობაში, სავარაუდოდ, წლის ბოლოს გადავა

ინფექციური საავადმყოფო ახალ შენობაში, სავარაუდოდ, წლის ბოლოს გადავა

თბილისის ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ახალ შენობაში, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლოს გადავა. ამ ეტაპზე შენობის შიდა დაპროექტება მიმდინარეობს  და ინტენსიური სარემონტო სამუშაოები 2-3 თვეში  დაიწყება. ამის შესახებ jandacva.ge-ს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განუცხადა.

„როგორც იცით, ინფექციურ კლინიკას არ აქვს საკუთარი შენობა-ნაგებობები და ის „ავერსის“ კუთვნილ შენობებში ფუნქციონირებს, რაც პრობლემას გვიქმნის. შარშან დეკემბერში მთავრობამ ახალი შენობა შეიძინა და გადმოგვცა. ესაა ერთერთი საუკეთესო შენობა, რომელიც სპეციალურად სამედიცინო დაწესებულებისთვისაა აშენებული. მშენებლობა და გარე სამუშაოები დასრულებულია, მაგრამ  ჩასატარებელია შიდა სამუშაოები, რაც მარტივი არაა, რადგან ესაა 11-სართულიანი შენობა 11 ათასი კვადრატული მეტრი ფართობით,“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სამედიცინო დაწესებულება შენობა-ნაგებობების გარეშე 2009 წელს დარჩა. ყაზბეგის გამზირზე მდებარე ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორია –  თითქმის 6 ჰექტარი მიწა მასზე დამაგრებული 11 შენობა ნაგებობით, ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონზე გაიტანა. ტერიტორია 12 მილიონად გაიყიდა და ის აუქციონის ერთადერთმა მონაწილემ „ავერსი ფარმამ“ იყიდა. ამის შემდეგ გაიცა პირობა, რომ კლინიკას  ახალი ფართი და შენობა ექნებოდა, მანამდე კი ინფექციური საავადმყოფოს ადმინისტრაცია შენობებში დროებით, იჯარის ხელშეკრულებით დარჩებოდა.
თუმცა პრობლემის მოგვარება დღემდე ვერ მოხერხდა.

გასულ წელს მთავრობამ ინფექციური კლინიკისთვის ახალი შენობა იყიდა, რომელიც ლუბლიანას ქუჩაზე მდებარეობს და რომელიც 40 მილიონი ლარის ღირებულებისაა. რემონტი მსოფლიო ბანკის პროგრამის ფარგლებში უნდა განხორციელდეს, რათა პერსონალს მუშაობის სათანადო პირობები ჰქონდეს.

იხილეთ ასევე

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პარლამენტში სამინისტროს საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

დავით სერგეენკომ პარლამენტში სამინისტროს საქმიანობის ანგარიში წარადგინა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პარლამენტში სამინისტროს საქმიანობის ანგარიში წარადგინა. მინისტრმა თავის …