მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ინფიცირებიდან 7-დღის შემდეგ პაციენტების 13% გადამდებია – კულუმბეგოვი „ფაზებისა“ და იზოლაციის ვადების შემდეგ

ინფიცირებიდან 7-დღის შემდეგ პაციენტების 13% გადამდებია – კულუმბეგოვი „ფაზებისა“ და იზოლაციის ვადების შემდეგ

კოვიდ 19-ის ციკლურობას და ფაზებს არანაირი ყურადღება არ უნდა მივაქციოთ, რადგან ამას პრაქტიკაში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს. საუბარია სოცქსელებში გავრცელებულ მოსაზრებაზე, რომლის თანახმად, არსებობს ფაზები, რომლებიც ვირუსის გადამდებლობას განსაზღვრავს და იზოლაციის დასრულების შემდეგ ადამიანმა ფაზების განსაზღვრის მიზნით ანალიზი უნდა ჩაიტაროს, რათა გაიგოს, არის თუ არა გადამდები.

„წმინდა კლინიკურად ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს და არცერთ ქვეყანაში ექიმები ამ  ფაზებს ყოველდღურ პრაქტიკაში არ უყურებენ. რას ნიშნავს ფაზა? როდესაც მე ვიკეთებ პისიარ-ტესტს, სხვადასხვა მოლეკულის აღმოჩენის დროს, მანქანა აღმოაჩენს, არის თუ არა ვირუსი მიტანილი ნაცხში, ამისთვის მას სხვადასხვა რაოდენობის წრის გავლა სჭირდება. თუ მე ახალი ინფიცირებული ვარ და დიდი რაოდენობითაა ვირუსის კონცენტრაცია, შესაძლოა ერთ წრეზე იპოვოს. ციკლი შეიძლება იყოს 25, 40 მაქსიმუმ… ეს არის მეცნიერული და ლაბორატორიული ნიუანსი და არაფერს არ ნიშნავს. ჩვენთვის ცნობილია, რომ 1 კვირის თავზე ადამიანების 87%-ს გადამდებადობა სრულად დაკარგული აქვს, 13%-ს კი აქვს რისკი, რომ იყოს ინფექციური და სხვებს საფრთხე შეუქმნას. ამიტომაა 7+5 დღე პირბადის ტარება აუცილებელი. ამიტომ არ მივაქციოთ ციკლურობას ყურადღება, ესაა დამაბნეველი და არანაირი პრაქტიკული მნიშვნელობა მას არ აქვს,“ – განაცხადა კულუმბეგოვმა.

 

იხილეთ ასევე

თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, ერთ თვეში საქართველოში კორონავირუსით 6 პაციენტი გარდაიცვალა

ამ ეტაპზე ქვეყანაში ჰოსპიტალიზებულ პაციენტთა რაოდენობა 150-200-ს არ აღემატება, ერთ თვეში კი ინფექციამ 6 ადამიანი …