მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ინფიცირების დღიური შემთხვევების რეკორდი – კორონავირუსი 7 521 ადამიანს დაუდასტურდა

ინფიცირების დღიური შემთხვევების რეკორდი – კორონავირუსი 7 521 ადამიანს დაუდასტურდა

დღეს საქართველოში. კოვიდ-ეპიდემიის ისტორიაში ორი რეკორდი დაფიქსირდა: გასულ 24 საათში ქვეყანაში ვირუსი 7 521 ადამიანს დაუდასტურდა. დღემდე მაქსიმალური დღიური მაჩვენებელი 6208 იყო და ის გასული წლის 17 აგვისტოს დაფიქსირდა. 

ამასთან, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში ვირუსის დადასტურების შემთხვევების რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა და 1 006 864  შეადგინა.

ისევ გაიზარდა დადებითობის მაჩვენებელი, რომელმაც ერთ დღეში 13,34%, ბოლო 14 დღეში 10%, ბოლო 7 დღეში კი 10,26% შეადგინა.

დღიურად აიცრა 9 290 ადამიანი. 

ინფიცირების მაღალი ციფრების მიუხედავად, არ იზრდება ზეწოლა ჰოსპიტლებზე – კლინიკებში 4 465 ინფიცირებული მკურნალობს, კლინიკურ სასტუმროებში კი 2 050.

იხილეთ ასევე

თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, ერთ თვეში საქართველოში კორონავირუსით 6 პაციენტი გარდაიცვალა

ამ ეტაპზე ქვეყანაში ჰოსპიტალიზებულ პაციენტთა რაოდენობა 150-200-ს არ აღემატება, ერთ თვეში კი ინფექციამ 6 ადამიანი …