მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ინფიცირების სტაბილური მაჩვენებელი და მაღალი სიკვდილიანობა – უახლესი კოვიდ-სტატისტიკა

ინფიცირების სტაბილური მაჩვენებელი და მაღალი სიკვდილიანობა – უახლესი კოვიდ-სტატისტიკა

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა სტაბილიზდება, თუმცა გარდაცვალების მაჩვენებლის შემცირება ვერ ხერხდება. გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში 1064 შემთხვევა და დასტურდა, გარდაიცვალა 29 პაციენტი. შედეგად, კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა ჯამურმა რაოდენობამ 4569  შეადგინა.

დადებითობის მაჩვენებელი ასეთია: დღიური – 4,16%, ბოლო 14 დღის – 4,26%, ბოლო 7 დღის – 4,13%

სულ აცრილია – 105500, დღიურად – 3613 ადამიანი. 

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 4261 ინფიცირებული იმყოფება. კლინიკურ სასტუმროებში კი 705.

იხილეთ ასევე

ამირან გამყრელიძე: ოთხი თვის განმავლობაში ქვეყანაში 3 მლნ 600 000 დოზა, ოთხი დასახელების ვაქცინა შემოვა

ივლისიდან საქართველოში დღეში 20-25 ათასი აცრა უნდა ჩატარდეს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა …