მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » ინგოროყვას კლინიკაში სიმსივნის ზუსტი ლოკალიზაციის დადგენა ინოვაციური მეთოდით მიმდინარეობს

ინგოროყვას კლინიკაში სიმსივნის ზუსტი ლოკალიზაციის დადგენა ინოვაციური მეთოდით მიმდინარეობს

ინგოროყვას საუნივერისტეტო კლინიკა პაციენტებს სიმსივნის ზუსტი ლოკალიზაციისა და მეტაბოლიზმის გამოვლენას ინოვაციური მეთოდით სთავაზობს

 

ამის საშუალებას იძლევა BrightSpeed 16-შრიანი აპარატი – GE Discovery 600 BrightView PET/CT .

 

2012 წლიდან, ამიერკავკასიაში, პირველი PET/CT დიაგნოსტიკის ცენტრი სწორედ ინგოროყვას კლინიკაში ფუნქციონირებს. კომბინირებული სკანერის საშუალებით რომელიც აერთიანებს კომპიუტერულ ტომოგრაფსა და პოზიტრონ-ემისიურ ტომოგრაფს იძლევა საშუალებას ერთდროულად გამოვლინდეს სხეულში არსებული სიმსივნე მისი ზუსტი ლოკალიზაცია და ასევე სიმსივნის მეტაბოლიზმი.

აღნიშნული ტექნოლოგიით შესაძლებელია ონკოპაციენტთა ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობის სწორი ტაქტიკის დაგეგმვა. PET-CT კვლევა არის ფუნქციონალური დიაგნოსტიკის მეთოდი, რომელიც წარმოადგენს უახლეს სიტყვას ბირთვულ მედიცინაში. მისმა დანერგვამ გადატრიალება მოახდინა ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში.

სიმსივნურად აქტიურ უჯრედებში სპეციალური პრეპარატის ჩართვით შესაძლებელი გახდა ზუსტად დადგინდეს დაავადების გავრცელება ორგანიზმში. ასეთი შესაძლებლობები არ აქვს არცერთ სხვა რადიოლოგიურ კვლევას. იგი მოიცავს ფუნქციურ ინფორმაციასა და ანატომიურ დეტალებს. ფუნქციური ცვლილებები ყოველთვის წინ უსწრებს ანატომიურს.

პოზიტრონ-ემისიური კვლევის (PET/CT) ჩვენებები:

  1. უცნობი პირველადი კერის გამოვლენა;
  2. სიმსივნის გავრცელებს დადგენა;
  3. მკურნალობის შედეგების შეფასება;
  4. სიმსივნის რეციდივისა და ნარჩენი ქსოვილის შეფასება;
  5. სიმსივნის ბიოფსიისთვის საუკეთესო ადგილის შეფასება;

6 წარმონაქმნის ფუნქციის შეფასება;

  1. ქირურგიული მკურნალობის და

სხივური თერაპიის დაგეგმარება;

თანამედროვე დაბალდოზიანი კომპიუტერული ტომოგრაფი, საშუალებას იძლევა სკანირება მოხდეს პაციენტისთვის უმცირესი სხივური დატვირთვით.

კლინიკის პერსონალი განაგრძობს უწყვეტ სამედიცინო განათლების მიღებას ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამაშრობლობით, როგორებიცაა: IAEA , EANM, RSNA და ESTRO.

კლინიკის ნეიროქირურგიული განყოფილება მონაწილეობს საერთაშორისო კლინიკური კვლევებში და თანამშრომლობს მსოფლიოს წარმატებულ ფარმაცევტულ კომპანიებთან: Pfizer, Bioclinica და ICON.

იხილეთ ასევე

საქართველოს ბანკი მომხმარებელს ევექსი კლინიკების ქსელში 0%-იან განვადებას სთავაზობს

დღეიდან, ევექსის კლინიკებში საქართველოს ბანკის 0%-იანი განვადებით სარგებლობა მომხმარებელს დამატებითი საკომისიოს გარეშე შეუძლია.  პროდუქტით სარგებლობისას …