მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ჯანდაცვის სისტემა კარგად მუშაობს

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ჯანდაცვის სისტემა კარგად მუშაობს

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დასტაბილურებისკენ მიდის, – ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“ბოლო დღეების განმავლობაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ცოტა დასტაბილურდა, თუმცა არ უნდა მოვეშვათ და მობილიზებულად უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. ჩვენი ჯანდაცვის სისტემა კარგად მუშაობს, მუშაობს მობილიზებულად და მადლობა ექიმებს, ვინც გმირულად ემსახურებიან ჩვენს მოსახლეობას. მთავარია, არცერთი მოქალაქე დაგვრჩეს ყურადღების გარეშე, მაქსიმალური ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ. ეპიდემიოლოგიკური მდგომარეობის ფონზე მთავარი გამოსავალი აცრებია და ვაქცინაციისკენ უნდა მოვუწოდოთ ყველას”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, ქვეყანაში აცრილთა რაოდენობა მილიონ ადამიანს მიაღწევს ალბათ რამდენიმე დღეში. “ჩვენი ამოცანა უნდა იყოს 2 მლნ ადამიანი იყოს აცრილი სექტემბრის ბოლოსთვის, აქედან ნაწილი ორჯერადად, ნაწილი ერთი დოზით, ალბათ 1 მლნ მოქალაქეს კი ვირუსი გადატანილი ექნება. ექიმები პროგნოზირებენ, რომ მდგომარეობა დასტაბილურდება და ეს რამდენიმე კვირა უნდა გადავიტანოთ ყველამ ერთად ეს მძმე პერიოდი და ოქტომბრიდან ყველა პროგნოზის მიხედვით მდგომარეობა დამშვიდდება”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშილმა.

იხილეთ ასევე

თურქეთი საქართველოსთვის, სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, მედიკამენტების დაბალ ფასად მიწოდებას გეგმავს

თურქულმა მხარემ საქართველოს,  სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში,  შესაძლოა,  ფარმაცევტული პროდუქცია დაბალ ფასში მიაწოდოს. ამის შესახებ თურქეთში …