მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » ირაკლი ღლონტი პირველადი ჯანდაცვის რეფორმის შესახებ
ირაკლი ღლონტი პირველადი ჯანდაცვის რეფორმის შესახებ

ირაკლი ღლონტი პირველადი ჯანდაცვის რეფორმის შესახებ

ირაკლი ღლონტი პირველადი ჯანდაცვის რეფორმის შესახებ: მთელი ძალისხმევა და ეკონომიკური რესურსები უნდა მიემართოს ჯანდაცვის სამინისტროს ამ ახალი პროექტის მხარდასაჭერად.

დავით სერგეენკოს მიერ დაანონსებულ პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმას მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „რეფორმატორების“ ლიდერი ირაკლი ღლონტი ეხმაურება. იგი აღნიშნულ რეფორმას მხარს უჭერს და მის მნიშვნელობაზე საუბრობს.

– ბატონო ირაკლი, რამდენად მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვის რეფორმა ჯანდაცვის სისტემისა თუ მოსახლეობისთვის, რომელიც ცოტა ხნის წინ დაანონსდა?

– მიმაჩნია, რომ პირველადი ჯანდაცვის რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია და მის გარეშე აზრს კარგავს ყველა სხვა დანარჩენი, ვინაიდან ამ სისტემის მოუწესრიგებლობის გამო არსებითად დატვირთულია ჰოსპიტალური სექტორი და ეს არსებითი პრობლემაა. პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმირებას პირდაპირ უკავშირდება საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობა და სიცოცხლე, ასევე სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობა.

ქვეყანაში, ჯანდაცვის მიმართულებით, შექმნილია კომუნისტური პროგრამები, რომელიც, ისედაც გაკოტრებულ ბოუჯეტს, მძიმე ტვირთად აწევს და თავის მხრივ, ვერც უზრუნველყოფს პრევენციას.

რა დადებით მხარეები აქვს აღნიშნულ რეფორმას?

– პირველადი ჯანდაცვის სწორად რეფორმირების შემთხვევაში შესაძლებელია ჰოსპიტალურ სექტორზე არსებული დატვირთვა შემცირდეს, რაც, თავის მხრივ, თითოეული მოქალაქის ინტერესშია და მეორე მხრივ, სახელმწიფო ბიუჯეტისთვის იქნება მნიშვნელოვანი შეღავათი.

მსურს აქვე გამოვეხმაურო მინისტრის განცხადებას, რომ ექიმები მარტო არ უნდა დავტოვოთ ეკონომიკური პრობლემების წინაშე. მიმაჩნია, რომ უფრო მეტი დაფასებაა საჭირო სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მიმართ და მათ ყოველმხრივ უნდა შევუწყოთ ხელი, რათა შემცირდეს უცხო ქვეყანაში კადრების გადინების სავალალო ტენდენცია და ეს განააკუთრებით იგრძნობა რეგიონებში.

– რამდენად მარტივი ან რთული იქნება რეფორმის განხორციელება?

– მიუხედავად იმისა, რომ პირველად ჯანდაცვას გააჩნია უმნიშვნელოვანესი ფუნქცია, იგი შედარებით დაბალტექნოლოგიური მომსახურებაა და იაფია, ვიდრე მეორეული და მესამეული ჯანდაცვის დონე. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მარტვია მისი მთელი ქვეყნის მასშტაბით აწყობა და ჯეროვანი ექსპლუატაცია, იგი საწყის ეტაპზე დიდ დანახარჯებს საჭიროებს, თუმცა ხელისუფლებამ ყოველმხრივ უნდა იზრუნოს მის დროულ რეფორმირებაზე.

მე ჩემს გუნდთან ერთად მხარს ვუჭერ ჯანდაცვის მინისტრის მოსაზრებას, თუმცა საინტერესოა მისი პროგრამა, რის შემდეგ უფრო გაგვიადვილდება დასკვნებისა და შეფასებების გაკეთება. მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, რომ უარი თქვას წინა ხელისუფლების მსგავს პოპულისტურ და ფასადურ პროექტებზე, როგორიც არის სსიპ-იზაცია. არაფრისმთქმელი საბიუჯეტო სტრუქტურული ერთეულების შექმნის ნაცვლად, მთელი ძალისხმევა და ეკონომიკური რესურსები უნდა მიემართოს ჯანდაცვის მინისტრის ამ პროექტის მხარდასაჭერად.

– თქვენ, როგორც პოლიტიკოსი და რიგითი მოქალაქე, როდის ჩათვლით პირველადი ჯანდაცვის რეფორმას წარმატებულად?

– წარმატებული იქნება რეფორმა, როცა სიკვდილიანობის მაჩვენებელი მაჩვენებელი დაიკლებს და აიწევს სიცოცხლის მაჩვენებელი. სამწუხაროდ ის 60-65 წლამდეა ჩამოსული.

Info9.ge

იხილეთ ასევე

თბილისის მოსახლეობაში ვაქცინაციისთვის მზაობა გაიზარდა – კვლევის შედეგები

თებერვალში ჩატარებული კვლევისგან განსხვავებით, აპრილში ვაქცინაციასთან დაკავშირებით თბილისელების ინფორმირებულობის დონე 33%-ით გაიზარდა. ახლა უკვე 70% …