მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » „ისარგებლეთ უფასო ვაქცინაციით“ – ვირუსების სეზონი აქტიურდება

„ისარგებლეთ უფასო ვაქცინაციით“ – ვირუსების სეზონი აქტიურდება

მიმდინარე სეზონზე ვირუსების გააქტიურების შესახებ თერაპევტმა ხათუნა ნუცუბიძემ პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი მარი მალაზონია“ ისაუბრა.

მისი თქმით, მთავარი სიმპტომებია ცხელება, რომელსაც რესპირატორული სიმპტომები მოსდევს. განსაკუთრებული ყურადღება მედიკოსმა ხველაზე გაამახვილა, რომელიც პაციენტების ხმის ტემბრს ცვლის და ხშირად ხმის დაკარგვამდეც კი მივყავართ.

მისი რეკომენდაციაა, ინფიცირებული ადამიანი სახლში დარჩეს და სამი დღის განმავლობაში თავად მართოს ინფექცია. მთავარი რჩევა კი თბილი სითხეების მიღებაა. ხათუნა ნუცუბიძე პაციენტებს არ ურჩევს სიცხის დამწევი მედიკამენტების მიღებას 38 გრადუსამდე ტემპერატურის პირობებში, რადგან ასეთი ტემპერატურით ორგანიზმი ვირუსს თავად ებრძვის. თუ სიმპტომები სამი დღის შემდეგაც გაგრძელდება, ოჯახის ექიმის კონსულტაციაა საჭირო.

რაც შეეხება კოვიდ 19-ს, თერაპევტის თქმით, უმჯობესია, პაციენტმა ტესტი ჩაიტაროს, რათა დიფერენცირებული იყოს ვირუსის სახეობა, თუმცა მისივე თქმით, ეს განსაკუთრებულ აუცილებლობას არ წარმოადგენს, რადგან მკურნალობა მაინც იდენტურია.

„პაციენტების უმეტესობას არ სურს სწრაფი ტესტის ჩატარება. მოსახლეობას მობეზრდა კოვიდზე საუბარი, რადგან კორონავირუსის ამჟამინდელი შტამი მარტივად იმართება, ამიტომაც ტესტების სიხშირე არაა დიდი და ინტენსიური. რეკომენდაცია როგორც კოვიდის, ისე სხვა ვირუსების შემთხვევაში ერთნაირია: პაციენტს ვურჩევთ ბინაზე დარჩენას და სიმპტომურ თერაპიას,“ – აღნიშნა ნუცუბიძემ.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში გააქტიურებულია საშარდე გზების ინფექცია, რაც შემოდგომისთვის დამახასიათებელია, თუმცა ახლა ამ ინფექციების აფეთქებაა.

თერაპევტის რჩევაა, როგორც კი განვითარდება მარტივი სიმპტომატიკა, გავიკეთოთ პირბადე, რაც გარშემომყოფებს ვირუსის გადადებისგან დაიცავს, გარდა ამისა, მისი თქმით, საქართველოს აქვს გრიპის საწინააღმდეგო ძალიან ეფექტიანი ვაქცინა, რომელიც 15 ნოემბრამდე პერიოდში ნებისმიერი მსურველისთვის უფასოდაა ხელმისაწვდომი.

 

იხილეთ ასევე

უდაბნოს მტვერი საქართველოში, შესაძლოა, კიდევ რამდენიმე დღე შენარჩუნდეს – რეკომენდაციები რისკ-ჯგუფებისთვის

როგორ უნდა დავიცვათ თავი უდაბნოს მტვრის გავრცელების პირობებში? ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს …