მთავარი » მსოფლიო » ისრაელი ვაქცინების ახალ დოზებს ყიდულობს და ბავშვების ვაქცინაციას გეგმავს

ისრაელი ვაქცინების ახალ დოზებს ყიდულობს და ბავშვების ვაქცინაციას გეგმავს

ისრაელი Pfizer-ისა და Moderna-ს მილიონობით ვაქცინის შეძენაზე შეთანხმებას აფორმებს. jpost.com-ის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადეს, რომ ისრაელმა Pfizer-თან ხელი მოაწერა შეთანხმებას 2022 წლისთვის მილიონობით დოზა დამატებითი ვაქცინების შეძენაზე.

შეთანხმება უნდა გახდეს იმის გარანტი, რომ ისრაელი შეძლებს კორონავირუსის პანდემიის მართვას სულ მცირე 2022 წლის ბოლომდე.

„ახლახანს ვესაუბრე ჩემს მეგობრებს, Pfizer-ისა და Moderna-ს კომპანიების ხელმძღვანელებს. თუკი რაიმე სიურპრიზი არ იქნება, მაგალითად კორონავირუსის ახალი სახეობები, რომლებსაც ვაქცინები ვერ მოერევა… Pfizer-თან ხელი მოვაწერეთ კონტრაქს მილიონობით დამატებითი დოზების შეძენის შესახებ,“ – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

მან ასევე გამოთქვა იმედი, რომ ახლო მომავალში Moderna-სთან კონტრაქტს გააგრძელებს.

სხვა გამოცემების ინფორმაციით, ისრაელმა Moderna-სთან უკვე გააფორმა ხელშეკრულება, თუმცა ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება. გამოცემა Ynet-ი იტყობინება, რომ ქვეყანამ კომპანიისგან 7,2 მილიონი დოზა ვაქცინა შეიძინა, რაშიც ნახევარი მილიარდი შეკელი (დაახლოებით 155 მილიონი დოლარი) გადაიხადა.

“ეს ნიშნავს, რომ მალე ჩვენ გვექნება საკმარისზე მეტი ვაქცინა როგორც ზრდასრული მოქალაქეებისთვის, ისე ბავშვებისთვის, ისრაელი კვლავ იქნება მსოფლიო ლიდერი კორონავირუსთან ბრძოლაში,” – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ისრაელში უკვე აცრილია მოსახლეობის 55%, 5 მილიონამდე ადამიანმა ორივე აცრა ჩაიტარა.

ახალი დოზების გამოყენება უახლოეს პერიოდში არ იგეგმება, თუმცა მათი ნაწილი, სავარაუდოდ, უფრო ადრე, 12-დან 15 წლამდე ბავშვების ვაქცინაციისთვის იქნება გამოყენებული, თუკი მათ ამ მიზნით აშშ-ის მედიკამენტებისა და საკვების კონტროლის სამმართველო დაამტკიცებს.

პროფესორმა ნაჰმან ეშმა განაცხადა, რომ მოქალაქეებს მომდევნო 6 თვის ან ორი წლის განნავლობაში Pfizer-ის მესამე დოზა ან რევაქცინაცია დასჭირდებათ.

შეგახსენებთ, რომ მოსახლეობის ვაქცინაციის ტემპებით ისრაელი მსოლიოს ლიდერია. ქვეყანაში ეპიდვითარება მკვეთრად გაუმჯობესდა, რის გამოც მოიხსნა არაერთი რეგულაცია. 19 აპრილიდან ისრაელში, ღია სივრცეებში პირბადის თარება სავალდებულო აღარაა.

იხილეთ ასევე

Covid-19-ის აფეთქება იმუნიზაციის მაღალი მაჩვენებლის ფონზე – რა ხდება სეიშელის კუნძულებზე

სეიშელის კუნძულებმა, სადაც, სხვა ქვეყნებთან შედარებით, კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზით მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილია …