მთავარი » მსოფლიო » ისრაელის პრემიერმა 9 წლის შვილი საჯაროდ აცრა – ქვეყანაში 5 წლიდან ასაკის ბავშვების ვაქცინაცია დაიწყო

ისრაელის პრემიერმა 9 წლის შვილი საჯაროდ აცრა – ქვეყანაში 5 წლიდან ასაკის ბავშვების ვაქცინაცია დაიწყო

ისრაელში 5-დან 11 წლამდე ბავშვების „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. ინფორმაციას „ასოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს.

როგორც სააგენტო წერს, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობამ იკლო, ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით, დიდი წილი სწორედ ბავშვებზე მოდის.

ვაქცინაციის პროცესის წახალისების მიზნით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი შვილის, ცხრა წლის დეივიდის აცრის პროცესს დაესწრო.

“დღეს ჩვენ ვიწყებთ ბავშვების ვაქცინაციის კამპანიას, პირველ რიგში – ჩვენი ბავშვების დასაცავად. დევიდს ახლახანს გაუკეთეს ვაქცინა. ეს იცავს როგორც ბავშვებს, ისე მშობლებს, და ისრაელის სახელმწიფოს,” – განაცხადა ბენეტმა.

„ეს მუშაობს, ეს უსაფრთხოა და მოვუწოდებ ისრაელელ მშობლებს, მოვიდნენ და აცრან თავიანთი შვილები,“ – აღნიშნა ისრაელის პერმიერმა.

მამის თხოვნაზე, აეხსნა, რატომაა მნიშვნელოვანი ვაქცინაცია, დევიდ ბენეტმა განაცხადა, რომ ეს გააკეთა იმისთვის, „რათა ბავშვები არ დაავადდნენ კორონავირუსით  და არ დააინფიცირონ მშობლები. არაფერია საშიში,“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრის ვაჟმა.

ისრაელში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ით 1,3 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, გარდაცვლილია 8 100 ინფიცირებული.

ბოლო დღე-ღამეში ისრაელში კოვიდ 19-ით ინფიცირების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, გარდაიცვალა ერთი ადამიანი.

 

 

იხილეთ ასევე

ავსტრიის კანცლერის შეფასებით, მოსახლეობის ვაქცინაციის 65%-იანი მაჩვენებელი „სამარცხვინოა“

დღეიდან, 10 დღის განმავლობაში, ავსტრიაში მკაცრი ლოქდაუნი ცხადდება იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა გაკეთებული …