მთავარი » მსოფლიო » ისრაელში მაიმუნის ყვავილზე მამაკაცების გარკვეული კატეგორიის აცრა დაიწყო

ისრაელში მაიმუნის ყვავილზე მამაკაცების გარკვეული კატეგორიის აცრა დაიწყო

უკრაინაში მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ოფიციალურად ეს ფაქტი 15 სექტემბერს დადასტურდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტი ჰოსპიტალიზებულია, დაავადების მსუბუქი მიმდინარეობა აღენიშნება და ახლა მისი კონტაქტების ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.

პაციენტის მონაყოლის თანახმად, მას არ ჰქონია კონტაქტი მაიმუნის ყვავილით ინფიცირებულ ადამიანთან და არც უცხოეთში გასულა. თუმცა მედიკოსებმა დაადგინეს, რომ ის ქვეყნის ერთერთ მსხვილ ქალაქში დაინფიცირდა.

ავადმყოფს აქვს გამონაყარი, მაღალი ტემპერატურა. ვირუსის აფეთქება მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მაისში დაიწყო. უკვე არის ლეტალობის შემთხვევები.

2022 წლის ივლისში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ მაიმუნის ვირუსის 70-ზე მეტ ქვეყანაში აფეთქების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.  მაშინ 16 ათასი ადამიანის დაინფიცირებისა  და ლეტალობის 5 შემთხვევა იყო დაფიქსირებული. ზაფხულის ბოლოს სიტუაცია გაუმჯობესდა. აგვისტოს მდგომარეობით მსოფლიოში ვირუსის 45 ათასი შემთხვევაა აღრიცხული.

სამი დღის წინ მაიმუნის ყვავილით ინფიცირებულის გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ისრაელში მაიმუნის ყვავილით ინფიცირების სტატისტიკა ყოველკვირეულად ქვეყნდება. ამ ეტაპზე ქვეყანაში ამ ვირუსზე 3300 ადამიანია აცრილი.

ისრაელმა გააფართოვა ვაქცინაციის ჩვენება და აცრის გაკეთების შესაძლებლობა მისცა ნებისმიერ მამაკაცს, რომელსაც აქვს დაავადების რისკი რამდენიმე სხვა მამაკაცთან სექსის გამო. მიმართვა ასეთ შემთხვევაში საჭირო არ არის.

იხილეთ ასევე

ევროკავშირი ტატუს საღებავების ნაწილის გამოყენებას კრძალავს – მიზეზი კიბოს რისკია

2023 წელს ევროკავშირში აკრძალავენ ტატუირებისთვის განკუთვნილი გარკვეული პიგმენტების გამოყენებას და გაყიდვას. საუბარია ისეთ პროდუქტებზე, როგორიცაა …