მთავარი » ახალი ამბები » ივანე ჩხაიძის განცხადებით, „ინდური“ შტამი ივლისის ბოლოს საქართველოში დომინანტური გახდება

ივანე ჩხაიძის განცხადებით, „ინდური“ შტამი ივლისის ბოლოს საქართველოში დომინანტური გახდება

საქართველოში კორონავირუსის დელტა, იგივე ინდური შტამი დომინანტური, სავარაუდოდ, იმაზე ადრე გახდება, ვიდრე პროგნოზირებადი იყო. ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, დელტა-ვარიანტის დომინანტობას, აგვისტო-სექტემბრის ნაცვლად ივლისის მეორე ნახევარი-ივლისის ბოლოსკენ  უნდა ველოდოთ.

ივანე ჩხაიძის განცხადებით, ბევრ ქვეყანაში დელტა-შტამის დომინანტობის მოლოდინი უფრო გვიან იყო, მაგრამ ისინი უკვე დადგნენ ამ ფაქტის წინაშე. მაგალითად, აშშ-ს ეპიდემიოლოგები ფიქრობდნენ, რომ ვირუსის აღნიშნული სახეობის დომინანტობა აგვისტო-სექტემბერში დაფიქსირდებოდა, თუმცა ეს გაცილებიუთ ადრე მოხდა ისევე როგორც საფრანგეთში.

მისი თქმით, ვირუსის ამ შტამს აგრესიული მიმდინარეობა, მაღალი გადამდებლობა და ლეტალობის მაღალი მაჩვენებელი ახასიათებს. ის მეტად აინფიცირებს ახალგაზრდა ასაკის მოსახლეობას და გაცილებით მეტია ამ შტამით ინფიცირების ფაქტები ბავშვებში, ვიდრე ალფა და ჩინური შტამების შემთხვევებში იყო.

ივანე ჩხაიზე ხაზს უსვამს, რომ ამ მდგომარეობაში ერთადერთი გამოსავალი აქტიური ვაქცინაციაა.

იხილეთ ასევე

საქართველოში ექთნების დეფიციტს ჯანდაცვის სამინისტროც აღიარებს და პრობლემის მოგვარებას ექთნების გადამზადების პროგრამას გეგმავს.

საქართველოში ეპიდსიტუაციის ყველა ინდიკატორი უმჯობესდება, გამონაკლისი სიკვდილიანობაა

საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლები სტაბილურია. დღიურ, 7-დღიან და 14-დღიან ჭრილში 3%-ზე დაბალია. მცირდება აქტიური …