მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » ივანე ჩხაიძის განცხადებით, ვაქცინაციის დაჩქარების გარეშე ქვეყანა ეკონომიკურ და დემოგრაფიულ კატასტროფამდე მივა

ივანე ჩხაიძის განცხადებით, ვაქცინაციის დაჩქარების გარეშე ქვეყანა ეკონომიკურ და დემოგრაფიულ კატასტროფამდე მივა

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს პედიატრის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ვაქცინაციის მსურველთა გაზრდის მიზნით, ქვეყანას სამი სპექტრის: რელიგიური ლიდერების, მესამე ხელისუფლების და სამედიცინო საზოგადოების დახმარება სჭირდება, მაგრამ მათგან პოზიტიურის ნაცვლად, ნეგატიური აქტიურობა იგრძნობა, რომელიც შეიძლება ამ პროცესის დამღუპველი აღმოჩნდეს.

„სამწუხაროდ არცერთისგან არ გვაქვს ჩვენ 100%–იანი მხარდაჭერა, არც 80%–იანი, სამწუხაროდ, არც თქვენ [ჟურნალსიტები], არც რელიგური ლიდერები და არც ჩემი კოლეგები არ გამოირჩევიან ამ მხრივ განსაკუთრებული პოზიტიური აქტიურობით, პირიქით ეს არის ნეგატიური აქტიურობა, რაც შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს ჩვენი ქვეყნისთვის. თუ ჩვენ ვერ მივაღწიეთ წლის ბოლოსათვის ამ ჩვენს სამიზნეს, დეკლარირებულ 60%–ს, ჩათვალეთ, რომ მაშინ ჩვენ ვასრულებთ რამდენიმე სერიოზული დასავლური გამოცემის პროგნოზს, რომლებიც ამბობენ, რომ ამ ტემპით საქართველო 2023 წლამდე ვერ გათავისუფლდება კორონავირუისგან. დამატებით ორი წელი კი სული კატასტროფა იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც დემოგრაფიული კუთხით, ისე ეკონომიკური კუთხით“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ ახალციხეში ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე. მის განცხადებას sknews.ge ავრცელებს.

მედიკოსის თქმით, ვითარების გამოსასწორებლად აუცილებელია მოსახლეობასთან სწორი კომუნიკაცია და ვაქცინაციასთან დაკავშირებით მათთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება.

„დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან ბევრი ვაქცინაციასთან დაკავშირებულ კითხვებს, რომლის უკანაც არაფერი დგას გარდა ჭორებისა, პასუხები გაეცემა. გუშინ ჩვენ მოვახერხეთ და ის 22 ადამიანი [ახალქალაქის კლინიკის მედიკოსები], რომელიც სრულიად განსხვავებულად ფიქრობდა ვაქცინაციაზე, ჩვენთან საუბრის შემდეგ აიცრა. ამ ადამიანებმა მიიღეს კითხვებზე პასუხები, ასეთი შეხვედრები, მაქსიმალური ჩართულობა, ყველა დონის, როგორც მედია საშუალების, ისე სამედიცინო სფეროსი, ყველა კითხვაზე პასუხის გაცემით, დავძლევთ ამ ტენდენციას“ , – ამბობს ივანე ჩხაიძე.

საინფორმაციო შეხვედრები ახალქალაქსა და ახალციხეში გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით იმართება, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ახალქალაქში გუშინ, 13 მაისს უკვე შეხვდნენ  ახალქალაქში სასულიერო პირებს, ჟურნალიტებს და ადგილობრი კლინიკის ექიმებს.

იხილეთ ასევე

თბილისის მოსახლეობაში ვაქცინაციისთვის მზაობა გაიზარდა – კვლევის შედეგები

თებერვალში ჩატარებული კვლევისგან განსხვავებით, აპრილში ვაქცინაციასთან დაკავშირებით თბილისელების ინფორმირებულობის დონე 33%-ით გაიზარდა. ახლა უკვე 70% …