მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ივლისში კარდიოლოგიური ჯგუფის მედიკამენტების ფასი უმნიშვნელოდ შემცირდა
კარდიოლოგიური ჯგუფის 17 მედიკამენტის ღირებულება წინა თვესთან შედარებით უცვლელია, ერთი მედიკამენტი გაძვირდა, ხოლო ერთზე ფასმა 3 ლარით დაიკლო.

ივლისში კარდიოლოგიური ჯგუფის მედიკამენტების ფასი უმნიშვნელოდ შემცირდა

ჯანდაცვის პლატფორმა ფარმა მონიტორის ფარგლებში აგრძელებს კარდიოლოგიური ჯგუფის მედიკამენტების ფასის კვლევას.

პლატფორმამ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციასთან ერთად  19 დასახელების მედიკამენტის ფასზე დაკვირვების შედეგად დაადგინა, რომ ივლისში წინა თვესთან შედარებით კარდიოლოგიური ჯგუფის მედიკამენტების ფასი 0.51%-ით, 0.13  პუნქტით არის შემცირებული.

კვლევისას დადგინდა, რომ კარდიოლოგიური ჯგუფის 17 მედიკამენტის ღირებულება წინა თვესთან შედარებით უცვლელია, ერთი მედიკამენტი გაძვირდა, ხოლო ერთზე ფასმა 3 ლარით დაიკლო. კვლევის პერიოდში შესწავლილ იქნა შემდეგი მედიკამენტები, რომლებზეც ფასთა ცვლილებამ მაისისა და ივნისის თვეში ასეთი სურათი მოგვცა:

  1. Trimetazidine (Trimetazidine dihydrochloride) / ტრიმეკორი MR 35 მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების გარსით დაფარული ტაბლეტი (60ც)-22.95ლ
  2. Amlodipine / ადიპინი 5მგ; (30 ტაბლეტი)- 6.29 ლ
  3. Amlodipine / ლიპრიმარი 10მგ; (100 ტაბლეტი); 120.71ლ;
  4. Bisoprolol / კონკორი 5მგ (30 ტაბლეტი)- 7.65ლ;
  5. Diosmin + Hesperidin / დეტრალექსი 500 მგ (60 ტაბლეტი)-26.75ლ;
  6. Enalapril / ბერლიპრილი 5მგ (30 ტაბლეტი)- 3.49ლ;
  7. Perindopril arginine / პრესტარიუმი 5მგ (30 ტაბლეტი)-17.29ლ;
  8. Perindopril Arginine + Indapamide / ნოლიპრელი არგინინი (2.5 მგ+0.625 მგ;30 ტაბლეტი)-18.20ლ; 30 ტაბლეტი; -26.40ლ;
  9. Rosuvastatin / კრესტორი ( 10მგ; 28 ტაბლეტი)-44.98 ლ
  10.  Valsartan / ვალტანი (80 მგ; 14 ტაბლეტი)- 10.37ლ
  11. Valsartan + amlodipine / ექსფორჯი (10მგ+160 მგ)-27.03
  12. 12. Valsartan + hydrochlorothiazide / კო–ვალტანი (80 მგ+12.5 მგ; 14 ტაბლეტი)-10.20ლ;
  13. Clopidogrel / პლავიქსი (75მგ;28 )-26.35ლ
  14.  Perindopril Arginine + Amlodipine / პრესტარიუმი კომბი არგინინით (5MG+5MG, 30 ტაბლეტი)-26.95ლ
  15. Valsartan / დიოვანი (160 MG, 14 ტაბლეტი)-11.90ლ
  16. Trimethazidine / პრედუქტალი (MR 35მგ,60 ტაბლეტი) – 27.80ლ
  17. Trimetazidine / პრედუქტალი MR (35მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების შემოგარსული,60 ტაბლეტი) -22.80ლ

 შეიცვალა შემდეგი მედიკამენტების ფასი:

  1. 1. Indapamide / არიფონ რეტარდი (1.5მგ, 30 ტაბლეტი)-19 ლ
  2. 2. Perindopril Arginine + Indapamide / ნოლიპრელი ფორტე არგინინი 5 მგ+1.25მგ-27.37ლ

ჯანდაცვის პლატფორმა და აფბა კვლავ აგრძელებს სხვადასხვა ჯგუფებში შემავალი მედიკამენტების ღირებულებისა და ფარმაცევტულ ბაზარზე წამლის ფასის ზრდა-კლების გამოკვეთილი ტენდენციის შესწავლას.

შეგახსენებთ, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და ქვეყანაში არსებული სოციალური ფონის გათვალისწინებით, ჯანდაცვის პლატფორმამ და აფბამ მედიკამენტების ბაზარზე ფასების მონიტორინგი ჯერ კიდევ 2016 წლის აგვისტოში დაიწყო. ვინაიდან ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული ფასები მუდმივად არის მსჯელობის საგანი, სწორედ ამიტომ შეიქმნა ეკონომიკური ინდექსი – ,,ფანასკერტელის ინდექსის“ სახელწოდებით.

ინდექსი საშუალებას იძლევა, რომ მედიკამენტების ყველაზე მოთხოვნად კონკრეტულ ჯგუფებზე ყოველთვიური დაკვირვების შედეგად ფასთა ცვლილების დინამიკა უფრო გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადოს.

იხილეთ ასევე

ვატო სურგულაძე – რეფერენტული ფასები ბაზრიდან ხარისხიან მედიკამენტებს გააქრობს

ჯანდაცვის მენეჯმენტის სპეციალისტის, ვატო სურგულაძის თქმით, წამლების ფასზე ზღვრის დაწესებამ, მიუხედავად რიგი ფარმაცევტული პროდუქტის ნაწილობრივ …