მთავარი » ჯანდაცვა » ჯანდაცვის მიმართულებით ვიზალიბერალიზაციისთვის ყველა ამოცანა შესრულებულია
შეხვედრების დროს არ განხილულა ვიზალიბერალიზაციის საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ ამ შეხვედრას ესწრებოდა ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკის დარგში.

ჯანდაცვის მიმართულებით ვიზალიბერალიზაციისთვის ყველა ამოცანა შესრულებულია

ჯანდაცვის სამინისტრომ ყველა ის ვალდებულება და ამოცანა შეასრულა, რაც ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაში იყო, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განუცხადა.

როგორც სერგეენკომ აღნიშნა, “აღმოსავლეთ პარტნიორობის” არაფორმალური დიალოგის ღონისძიებების ლაიტმოტივი იყო ჯანდაცვითი პროექტების შესახებ გამოცდილების გაზიარება სამეზობლო ქვეყნებს შორის და ეს იყო ოთხი ქვეყანა.

“ძირითადი მსჯელობა გვქონდა ამაზე და მართალი გითხრათ, ამ შეხვედრების დროს არ განხილულა ვიზალიბერალიზაციის საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ ამ შეხვედრას ესწრებოდა ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკის დარგში. მთლიანად ჩვენ ჩართულები ვიყავით ჯანდაცვითი პროექტების განხილვაში”, – განაცხადა სერგეენკომ.

რაც შეეხება იმას, თუ რა მოლოდინები აქვს მინისტრს ვიზალიბერალიზაციის პროცესთან დაკავშირებით, სერგეენკო აცხადებს, რომ საქართველოს ჰქონდა ძალიან კონკრეტული სამუშაო, რომელშიც ჯანდაცვის კუთხით ყველაფერი შესრულდა.

“მე შემიძლია, ცალსახად გითხრათ, რომ ის ამოცანები, დავალებები, რაც იყო შრომის, ჯანდაცვის და სოციალური დაცვის მიმართულებით, უკლებლივ ყველა მათგანი სრულად არის შესრულებული”, – განაცხადა სერგეენკომ.

kvira.ge

იხილეთ ასევე

„ფაიზერის“ ფირმის ვაქცინით იმუნიზაცია საქართველოს 7 კლინიკაში დაიწყება

ჯანდაცვის სამინისტროში, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიასა და კლინიკების ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა შედგა. შეხვედრაზე ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინაციის …