მთავარი » ახალი ამბები » ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოში ზოგიერთი ექიმის ხელფასი 120 ათას ლარს აღწევს

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოში ზოგიერთი ექიმის ხელფასი 120 ათას ლარს აღწევს

ზოგიერთ ექიმს 300-ლარიანი ანაზღაურება აქვს, ზოგს კი 120 ათასი ლარი. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

მისი შეფასებით, ეს  უსამართლობაა და ასეთი ანაზღაურება მხოლოდ კვალიფიკაციაზე არაა დამოკიდებული.

„ეს გარემო ყურადღება მისაქცევია და შესაბამისი ღონისძიებებია გასატარებელი. 300-ლარიან ექიმსაც აქვს უფლება, ღირსეულად ეცვას თეთრი ხალათი ისევე როგოც იმ ექიმს,  რომელიც თვლის, რომ საქართველოს პირობებში სამართლიანად აქვს 120 ათასიანი ხელფასი,“ – განაცხადა ტიკარაძემ.

იხილეთ ასევე

რომელი დაავადების შემთხვევაში არ აგცრიან “სინოფარმის” ვაქცინით – ივანე ჩხაიძის განმარტება

იმ ვაქცინებს შორის, რომლებიც მსოფლიოში გამოიყენება, ჩინური წარმოების ვაქცინა „სინოფარმი“ ერთადერთია, რომლის გამოყენების წესებში,  აცრის …