მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე: ეპიდემიის გავრცელების რისკები მატულობს  

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე: ეპიდემიის გავრცელების რისკები მატულობს  

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ეპიდემიოლოგიური პარამეტრები ისევ საყურადღებო ხდება.  ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, გრძელდება ბოლო დღეების ტენდენცია და პარასკევს 2800 შემთხვევაც კი დაფიქსირდა, რაც ცალსახად მიუთითებს, რომ ეპიდემიის გავრცელების რისკები კვლავაც მატულობს.

„რაც შეეხება კლინიკებს, კლინიკები ისევ მობილიზებულია და 8800 საწოლია მობილიზებული, იქ იმყოფება 4500 პირი, მათ შორის 280 ადამიანი აგრძელებს მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებებში და 1000-მდე – ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში.

ოქტომბრის დასაწყისთან შედარებით 300-თაა გაზრდილი კლინიკებში პაციენტების რაოდენობა, რაც ძალიან საყურადღებოა,“- განაცხადა გაბუნიამ.

რაც შეეხება ვაქცინაციას, მინისტრის მოადგილის თქმით, ტემპი უკიდურესად შენელებულია და შაბათ-კვირას ეს მაჩვენებელიც შემცირდა, რაც ცალსახად მიუთითებს, რომ მეტად აქტიური გასვლითი სამუშაოებია ჩასატარებელი.

„ვინც რაიმე მიზეზების გამო აქამდე პროგრამაში არ მოვიდა, უნდა ჩაერთოს ვაქცინაციაში. დავიწყეთ მუშაობა სოფლის ექიმებთან,რათა მათ ადგილებზე შეისწავლონ მდგომარეობა, მისცენ მეტი ინფორმაცია მოსახლეობას და უკვე 15 ოქტომბრიდან ვგეგმავთ თბილისიდან გასვლითი ბრიგადების უზრუნველყოფას. შერჩეულია 40 ლოკაცია, სადაც მოსახლეობის რაოდენობა აღემატება 3 ათასს, და იქ გააქტიურდება მობილური ბრიგადებით ვაქცინაციის პრცესი,“- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

იხილეთ ასევე

თბილისში ბაღების ნახევარზე მეტი დახურულია, ქვეყნის მასშტაბით კი 108 სკოლა და 687 კლასი დისტანციურ რეჟიმზეა

ბოლო კვირის მონაცემით, საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა 108 სკოლა და ცალკეული 687 კლასი. ინფორმაციას …