მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ორსულებს დედის დღე მიულოცა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ბერძულმა მომავალ დედებს უმასპინძლდა და 3 მარტის დღესასწაული დედის დღე მიულოცა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ორსულებს დედის დღე მიულოცა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ბერძულმა მომავალ დედებს უმასპინძლდა და 3 მარტის დღესასწაული მიულოცა.

მინისტრის მოადგილემ ორსულებს, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის კუთხით განხორციელებული ცვლილებები გააცნო, საუბარი შეეხო პერინატალური რეგიონალიზაციის რეფორმას, რომელიც სამეანო დაწესებულებების დონეებად დაყოფას გულისხმობს და დედისა და ახალშობილის ჯანმრთელობის რისკის შესაბამის მოვლას უზრუნველყოფს.

შეხვედრას გინეკოლოგები ნუკრი კინტრაია და თინიკო გაგუაც ესწრებოდნენ. მომავალმა დედებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები თავად ექიმებისგან მოისმინეს. ნინო ბერძულმა ორსულებს სამახსოვრო საჩუქრებიც გადასცა.

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

თოდუას კლინიკა მწეველებს ფილტვის კიბოს უფასო სკრინინგს სთავაზობს  

ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრი ფილტვის კიბოს მომატებული რისკის მქონე მოქალაქეებს უფასო სკრინინგს – კომპიუტერულ ტომოგრაფიას …