მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » ჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს

ჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილედ ნინო ბერძულის დანიშვნის ბრძანება საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული. 

“საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, დაინიშნოს ნინო ბერძული საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილედ”, – ნათქვამია ბრძანებაში რომელიც, 29 ნოემბრით თარიღდება.

ამ დროისთვის დავით სერგეენკოს, ნინო ბერძულის ჩათვლით, 3 მოადგილე ჰყავს.

ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე უკვე განთავსებულია ნინო ბერძულის განათლებისა და სამუშაო გამოცდილების შესახებ ინფორმაცია.

განათლება: 

  • 1990-1996 წწ. – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სამკურნალო საქმე
  • 1996-1997 წწ. – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ინტერნატურა მეან-გინეკოლოგიაში
  • 2002-2004 წწ. – საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი – ემორის უნივერსიტეტი ატლანტა, აშშ, ედმუნდ მასკის სახელობის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სტიპენდიანტი
  • 2014-2016 წწ. – საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორანტი, კანდიდატი – ოსლოს უნივერსიტეტი, ნორვეგია
სამუშაო გამოცდილება: 
  • 19.11.2015 წ. – დღემდე  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე
  • 2013-2015 წწ. – USAID დედათა და ბავშვთა და  რეპროდუქციული ჯანმრთელობის პროგრამა – დირექტორი, ჯეი-ეს-აის კვლევებისა და სწავლების ინსტიტუტი, თბილისი, საქართველო
  • 2009-2013 წწ. – ჯეი-ეს-აის კვლევებისა და სწავლების ინსტიტუტი, უფროსი ტექნიკური მრჩეველი, ვაშინგტონი, აშშ
  • 2006-2009 წწ. – USAID ევროპისა და ევრაზიის რეგიონალური რეპროდუქციული ჯანმრთელობის პროგრამა – დირექტორი,  ვაშინგტონი, აშშ
  • 2004-2006 წწ. – ჯეი-ეს-აის კვლევებისა და სწავლების ინსტიტუტი, დირექტორის მოადგილე, ქალთა ჯანმრთელობის პროგრამა, თბილისი, საქართველო
  • 2003 -2004 წწ. – ამერიკის დაავადებათა   კონტროლისა და პრევენციის  ცენტრი, მეცნიერ თანამშრომელი, ატლანტა, აშშ
  • 1997 -2002წწ. – N2 სამშობიარო სახლი, მეან-გინეკოლოგი,  ქ. ქუთაისი, საქართველო.

იხილეთ ასევე

„ავერსი ფარმა“ ინფექციური კლინიკის დაცლას წლის ბოლომდე ელოდება – როგორია კომპანიის საინვესტიციო გეგმები

თბილისის ინფექციური საავადმყოფო ახალ შენობაში ფუნქციონირებას 2023 წლის გაზაფხულიდან დაიწყებს. ინფორმაცია ამის შესახებ დღეს სამედიცინო …