მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » ჯანდაცვის პროგრამების ბიუჯეტი 106.4 მილიონი ლარით გაიზარდა
ჯანდაცვის პროგრამების ბიუჯეტი 106.4 მილიონი ლარით გაიზარდა, წლის ბოლომდე ამ მიმართულებით სამინისტროს დასახარჯად დარჩენილი აქვს 30 მილიონი ლარის რესურსი.

ჯანდაცვის პროგრამების ბიუჯეტი 106.4 მილიონი ლარით გაიზარდა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2015 წლის  ჯანდაცვის პროგრამების ბიუჯეტის გეგმა 106.4 მლნ ლარით გაიზარდა.

აღნიშნული თანხიდან 10.4 მლნ ლარი სამინისტრომ მოიძია სხვა პროგრამების ხარჯების შემცირების შედეგად, კერძოდ ადმინისტრაციული ხარჯების გეგმა შემცირდა 0.4 მილიონი ლარით, სოციალური დახმარებების გეგმა შემცირდა 2 მილიონი ლარით, ხოლო სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციის და აღჭურვის ბიუჯეტის შემცირდა 5.8 მილიონი ლარით. 96 მილიონი ლარი კი სამინისტრომ დამატებით მიიღო სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის პროგრამების ბიუჯეტი 106.4 მილიონი ლარით გაიზარდა, წლის ბოლომდე ამ მიმართულებით სამინისტროს დასახარჯად დარჩენილი აქვს 30 მილიონი ლარის რესურსი, როცა იანვარ-ოქტომბერში თვეში საშუალოდ 65 მილიონი ლარი იხარჯებოდა. აქედან გამომდინარე, წლის ბოლომდე სამინისტროს მოუწევს დამატებით კიდევ მოიძიოს თანხები ან მომავალ წელს გაკრვეული დავალიანება გადაყვება.

ცხრილი1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2015 წლის  ბიუჯეტის პირვანდელი და კორექტირებული გეგმები

იხილეთ ასევე

საქართველოს ბანკი მომხმარებელს ევექსი კლინიკების ქსელში 0%-იან განვადებას სთავაზობს

დღეიდან, ევექსის კლინიკებში საქართველოს ბანკის 0%-იანი განვადებით სარგებლობა მომხმარებელს დამატებითი საკომისიოს გარეშე შეუძლია.  პროდუქტით სარგებლობისას …