მთავარი » რეფორმები » ჯანდაცვის რეფორმები ახალ სისტემაზე გადადის
შემოდგომაზე ზოგიერთი მედიკამენტის გაიაფებაზე განცხადების კომენტირებას დავით სერგეენკო ნაადრევად მიიჩნევს.

ჯანდაცვის რეფორმები ახალ სისტემაზე გადადის

ჯანდაცვის სისტემის ახალ სისტემაზე გადასვლის და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველოს მთავრობამ ხელი მოაწერა გრძელვადიან ხელშეკრულებას საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფთან: Global Alliance for Health and Social Compact. დოკუმენტს ხელი მოაწერეს: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და ჯგუფის კოორდინატორმა ჟან-ელი მალკინმა.

მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ჯანდაცვის რეფორმები ახალ სისტემებზე გადადის.

„ჯანდაცვის სისტემა ყველა ქვეყნისთვის გამოწვევაა და მოითხოვს პერიოდულ განახლებას, მოდერნიზაციას ძირითად მიდგომებზე. გამონაკლისი არც ჩვენი სისტემაა. საყოველთაო ჯანდაცაზე გადასვლით ჩვენ, მოვახერხეთ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორის სერვისებზე მიწვდომადობის გაზრდა.

თუმცა, თუ ისეთივე ეფექტურობის ან მეტი ეფექტურობა არ განხორციელდა ჯანდაცვის ხარისხზე და მის ფასწარმოქმნაზე, პროექტის ეფექტურობა იქნება დაბალი.

ჩვენ წელიწადზე მეტი ვმუშაობდით ამ შესაძლებლობებზე და შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა ჯანდაცვის ხარისხზე და ფასწარმოქმანაზე, ისევ როგორც მის წვდომადობაზე განვახორციელოთ ახალი ინოვიაციური, აქმდე არ გამოყენებული მეთოდები.

როგორიც არის კერძო და სახელმწიფო პარტნიორობის ახალი მოდელები, ჯანდაცვისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის ახალი სისტემები და მე მჯერა, რომ ეს მიდგომა და დღევანდელი გაფორმებული ხელშეკრულება მართლაც მაღალი კლასის პროფესიონალებთან შესაძლებლობას მოგვცემს ეს პროექტი წარმატებით განვახორციელოთ. ჯანდაცვის რეფორმები ახალ სისტემებზე გადადის”, – განაცხადა სერგეენკომ.

ipress,ge

იხილეთ ასევე

ვფიქრობ, სერგეენკოს გუნდი პირველადი რგოლის რეფორმას სწორ მიმართულებას მისცემს. პირველ რგოლში სამინისტრო უახლოეს მომავალში რეფორმის გატარებას გეგმავს.

ვფიქრობ, სერგეენკოს გუნდი პირველადი რგოლის რეფორმას სწორ მიმართულებას მისცემს

ვფიქრობ, სერგეენკოს გუნდი პირველადი რგოლის რეფორმას სწორ მიმართულებას მისცემს. ჯანდაცვის პირველ რგოლში ჯანდაცვის სამინისტრო უახლოეს მომავალში …