მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » ჯანდაცვის რეფორმის წარმატებისთვის მნიშველოვანი ფაქტორი სპეციალისტების დაფინანსებაა
ოჯახის ექიმის ინსტიტუტის გაძლიერება აუცილებელია.რეფორმის წარმატებისთვის ერთ–ერთი მნიშველოვანი ფაქტორი პირველადი რგოლის სპეციალისტების დაფინანსების საკითხია.

ჯანდაცვის რეფორმის წარმატებისთვის მნიშველოვანი ფაქტორი სპეციალისტების დაფინანსებაა

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორცილებული რეფორმები შეაფასა და თავისი აზრი გამოთქვა ავერსის კლინიკის აუდიოლოგ–ოტორინოლარინგოლოგმა თამილა შაიაშვილმა.

ექიმმა ისაუბრა ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმაზე და განაცხადა, რომ რეფორმის წარმატებისთვის ერთ–ერთი მნიშველოვანი ფაქტორი პირველადი რგოლის სპეციალისტების დაფინანსების საკითხია.

,,ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა მოსაწონი და მისასალმებელია. ზოგადად, ოჯახის ექიმის როლის გაზრდა და ამ ინსტიტუტის გაძლიერება აუცილებელია. მაგრამ რეფორმის წარმატებისთვის ერთ–ერთი მნიშველოვანი ფაქტორი პირველადი რგოლის სპეციალისტების დაფინანსების საკითხია. ამ ეტაპზე არსებობს თანაგადახდა, რისი გადახდის საშუალებაც პაციენტებს არ გააჩნიათ და პირველადი რგოლის ექიმს უწევს პაციენტის ცენტრალიზებული გადამისამართება. 

რეფორმა პაციენტებისთვის  დადებითის მომტანი იქნება, მაგრამ დადებითად ვერ შევაფასებ  ექიმების მდგომარეობას. თუ დაფიანსება არ იქნება შესაბამისი,  ექიმი ვერ შეძლებს ნორმალურად მუშაობას, რაც მისი მუშაობის ხარისხზეც ცუდად აისახება’’, _ ამბობს შაიაშვილი.

თამილა შაიაშვილმა მოკლედ ისაუბრა ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაზეც და აღნიშნა, რომ შეუძლებელია ოპერაციების 90%–იანი დაფინანსების პირობებში, პაციენტების უკმაყოფილოები იყვნენ.

  ,,რაც შეეხება ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამას, წარმატებულია. ფინანსდება ოპერაციები და პაციენტები ძალიან კმაყოფილები არიან. მიუხედავად იმისა, რომ თანაგადაახდაა, ყველა პაციენტი კმაყოფილია. როდესაც ოპერაციის 90% ფინანსდება, შეუძლებელია უკმაყოფილი იყო’’. 

ექიმი ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე შექმნილ მდგომარეობასაც შეეხო და აღნიშნა:

„პირადად, მირჩევნია პაციენტს დავუნიშნო ორიგინალი, რადგან ვიცი, რომ მას  გარანტირებული შედეგი ექნება. ეს განწყობა პაციენტებშიც შეინიშნება. ალბათ იმიტომ რომ ისინი ჯენერიკების თაობაზე ნაკლებად ინფორმირებულნი არიან და ქვეყანაში მედიკამენტების ხარისხზე კონტროლი იმ დონეზე არ ხორცოლედება როგორც საჭიროა“.

gurianews.com

იხილეთ ასევე

საქართველოში აივ-ინფიცირების 552 ახალი შემთხვევა დადასტურდა

2022 წლის 1 დეკემბრის მონაცემებით ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 9714 აივ …