მთავარი » ჯანდაცვა » ჯანდაცვის სამინისტრო 60 მლნ ლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ვალერი კვარაცხელიამ დღეს ბრიფინგი გამართა, სადაც სამინისტროს მიმდინარე და სამომავლო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.

ჯანდაცვის სამინისტრო 60 მლნ ლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს

ჯანდაცვის სამინისტრო 7 ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს, რომლის ბიუჯეტი 60 მილიონ ლარზე მეტია.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მინისტრის მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ დღეს ბრიფინგი გამართა, სადაც სამინისტროს მიმდინარე და სამომავლო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.

ვალერი კვარაცხელიას განცხადებით, სამინისტრო ოთხი ახალი კლინიკის მშენებლობას ახორციელებს, რომლის ბიუჯეტი 49 მილიონ ლარზე მეტია. ასევე დაგეგმილია კიდევ სამი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება, რათა მომავალში მოსახლეობისთვის უკეთესი ჯანდაცვის სერვისების მიწოდება შეძლონ.

კერძოდ, დაგეგმილია ზუგდიდში, სოფელ რუხში 220 საწოლზე გათვლილი მრავალპროფილური საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა, რომელზეც 41 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. ასევე დედოფლისწყაროში აშენდება 25 საწოლზე მრავალპროფილური კლინიკა, რომლის ბიუჯეტი 3,6 მილიონ ლარზე მეტია. მრავალპროფილური კლინიკა 14 საწოლზე აშენდება ქალაქ ხარაგაულში და ამ მიზნით 1,5 ლარზე მეტი დაიხარჯება. მრავალპროფილური კლინიკის მშენებლობა იგეგმება ქალაქ ლენტეხშიც, რომელიც 10 საწოლზე იქნება გათვლილი და ამ მიზნით 2,5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.

აღნიშნული კლინიკების გარდა მოეწყობა ტუბსნეულებათა და ფილტვის დაავადებათა კვლევის ეროვნული ცენტრის ბავშვთა კორპუსი 20 საწოლზე. პროექტის ბიუჯეტი 1 251 000 ლარს შეადგენს. 2017 წლისათვის დასრულდება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა, ამისთვის 9 მილიონამდე ლარი დაიხარჯება. ასევე დაგეგმილია ტუბსნეულებათა და ფილტვის დაავადებათა კვლევის ეროვნული ცენტრის ლაბორატორიის მოწყობა, რომლისთვისაც 770 000 ლარია გათვალისწინებული.

ამ პროექტების გარკვეული ნაწილი 2016 წლის ბოლოსთვის დასრულდება.

interpressnews.ge

 

იხილეთ ასევე

“ფაიზერის” ვაცქინა საქართველოშია

“ფაიზერის” ვაცქინა საქართველოშია. კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატით დატვირთული თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში წუხელ, 00:20 საათზე დაეშვა. …