მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტების შესყიდვასთან დაკავშირებით ტენდერს დღეს გამოაცხადებს
ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის მედიკამენტების შესყიდვასთან დაკავშირებით ტენდერს დღეს გამოაცხადებს

ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტების შესყიდვასთან დაკავშირებით ტენდერს დღეს გამოაცხადებს

სოციალურად დაუცველი მოსახლეობის გარკვეული კატეგორიისთვის მედიკამენტების შესყიდვასთან დაკავშირებით ტენდერი დღეს გამოცხადდება, – ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

მინისტრის თქმით, სატენდერო კრიტერიუმებში მთავარ მოთხოვნებს წარმოადგენს ფასი და ხარისხი.

“ტენდერი გამოცხადდება პარასკევს. კრიტერიუმები იქნება ფასი და ხარისხი. ხარისხი იქნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აკრედიტირებული ლაბორატორიის შესაბამისობის სერთიფიკატი. რაც შეეხება ქართულ ორგანიზაციებს, რა თქმა უნდა, მათ შეეძლებათ ტენდერში მიიღონ მონაწილეობა”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

საყოველთაო დაზღვევის პროგრამით, საუბარია მედიკამენტების შეძენაზე სოციალურად დაუცველი მოსახლეობის იმ კატეგორიისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულაც მაქსიმუმ 100 000-ია.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

ტელემედიცინა და ანალიზების ჩაბარება “დისტანციურად” – რა ცვლილებები მოიტანა პანდემიამ

კოვიდპანდემიამ, უკიდურესად ნეგატიურ შედეგებთან ერთად, დადებითი ტენდენციების განვითარებას და გააქტიურებასაც შეუწყო ხელი. ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მათ შორის არის ტელემედიცინის განვითარება. საქართველოს …