მთავარი » ჯანდაცვა » ჯანდაცვის სამინისტრო მშობლების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს
1 დეკემბრიდან აცრების ეროვნულ კალენდარში ექვსკომპონენტიანი ვაქცინა დაინერგება,ინფორმაციას ამის შესახებ სამინისტრო მოსახლეობის საყურადღებოდ ავრცელებს.

ჯანდაცვის სამინისტრო მშობლების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს

1 დეკემბრიდან აცრების ეროვნულ კალენდარში ექვსკომპონენტიანი ვაქცინა დაინერგება, რომელიც უფასო იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობის საყურადღებოდ ავრცელებს.

ვაქცინის შემადგენელი კომპონენტებია – დიფთერია, ყივანახველა, ტეტანუსი, B ჰეპატიტი, პოლიომიელიტი, ჰემოფილუს ინფლუენცა ტიპი B.

„პროფილაქტიკური აცრების ახალი ეროვნული კალენდრის შესაბამისად, 2, 3, 4, თვის ასაკის ბავშვების ვაქცინაცია ჩატარდება ჰექსავალენტური ვაქცინით, რომელიც აღნიშნულ ასაკში ჩაანაცვლებს ადრე გამოყენებულ ორ ვაქცინას – პენტავალენტურ და პოლიომილიტის ორალურ ვაქცინებს. ჰექსავალენტური ვაქცინის მწარმოებელი კომპანიაა სანოფი პასტერი. მწარმოებელი ქვეყანა – საფრანგეთი. პრეკვალიფირებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 2014 წელს. 1 დეკემბრამდე აღნიშნული ვაქცინა მხოლოდ კომერციულ ქსელში, ე.წ. “ფასიანი ვაქცინის” სახით იყიდებოდა“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

info9.ge

იხილეთ ასევე

“ფაიზერის” ვაცქინა საქართველოშია

“ფაიზერის” ვაცქინა საქართველოშია. კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატით დატვირთული თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში წუხელ, 00:20 საათზე დაეშვა. …