მთავარი » დაზღვევა » ჯანდაცვის სამინისტრო სადაზღვევო კომპანიებს DRG-მეთოდთან დაკავშირებით კონსულტაციებს სთავაზობს

ჯანდაცვის სამინისტრო სადაზღვევო კომპანიებს DRG-მეთოდთან დაკავშირებით კონსულტაციებს სთავაზობს

ჯანდაცვის სამინისტრო მზადაა, კერძო სადაზღვევო კომპანიებს, მათი სურვილის შემთხვევაში, DRG მეთოდთან დაკავშირებით კონსულტაციები  გაუწიოს.

ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ ილია ღუდუშაურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ამასთან, მან ისიც აღნიშნა, რომ სადაზღვევო კომპანიებს ამ თემაზე სამინისტროსთვის არ მიუმართავთ.

„იყო ამ თემაზე ბევრი კითხვა. ზოგიერთი სადაზღვევო კომპანია იძახის, რომ შეხვედრა გვთხოვეს და არ შევხვდით, რაც ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია. მინდა გავიაზროთ ერთი საკითხი: საყოველთაო ჯანდაცვა არის დაზღვევის ბაზარზე ერთერთი მოთამაშე და ამ შემთხვევაში სახელმწიფომ, როგორც დაზღვევის ბაზარზე ერთერთმა მოთამაშემ თავისი ურთიერთობა შეცვალა კერძო კლინიკებთან. ჩვენ მოდელი გაზიარებული გვაქვს. მზად ვართ, თუ რომელიმე სადაზღვევო კომპანია ფიქრობს დიარჯიზე გადასვლას, ის მეთოდოლოგია, რომელიც შემუშავებული გვაქვს, გავუზიაროთ. თუმცაღა რომელ კონკრეტულ ასპექტში სურთ თანამშრომლობა, ჩვენთვის ამ ეტაპზე უცნობია. მოდელი გაზიარებულია, ტარიფები საჯაროა, ბრძანება არის დამტკიცებული. შესაბამისად, მათ შეუძლიათ ისარგებლონ. ასევე მზად და ღია ვართ, ვითანამშრომლოთ, თუ ჩვენთან რაიმე საკითხებში დამატებით კონსულტაციაა საჭირო,“ – განაცხადა ილია ღუდუშაურმა.

ანაზღაურების ახალ, DRG-სისტემაზე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მონაწილე კლინიკები დღეიდან გადავიდნენ.

DRG-მოდელი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მოცულობას პაციენტის დიაგნოზისა და სხვა რამდენიმე ფაქტორზე დაფუძნებით განსაზღვრავს. ასეთი შეიძლება იყოს ასაკი, სქესი, გეოგრაფიული ლოკაცია და სხვა.მთავარი პოზიტიური შედეგი, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ამ სისტემის ამოქმედების შემდეგ ელოდება, პაციენტის მიერ დამატებითი თანხის გადახდის პრაქტიკის აღმოფხვრაა.

jandacva.ge

იხილეთ ასევე

ონკოპაციენტები, რომლებსაც სადაზღვევო სისტემა სრულფასოვანი მკურნალობის გარეშე ტოვებს

40 წლის მაია ხარაიშვილის ისტორია არა მხოლოდ ერთი ონკოპაციენტის, არამედ ყველა იმ ადამიანის ისტორიაა, რომლებიც …