მთავარი » რეფორმები » ჯანდაცვის სამინისტროს რეფორმები ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია
ინგა გრიგოლია: ჯანდაცვის სამინისტროს რეფორმები ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია

ჯანდაცვის სამინისტროს რეფორმები ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია

ინგა გრიგოლია: “ჯანდაცვის სამინისტროს რეფორმები ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია”. ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ახლახან ჯანდაცვის რეფორმის ახალი მიმართულების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. ცნობილი ხდება, რომ უახლოეს მომავალში სამინისტრო პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმას გეგმავს.  

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ბოლოდროინდელ რეფორმებს შორის ჯანდაცვის სფეროში გატარებულ რეფორმას ერთ–ერთ ყველაზე წარმატებულ ნაბიჯად მიიჩნევს:

,,ვფიქრობ, რომ ბოლო დროს ეფექტიანი რეფორმების კუთხით ჯანდაცვის სამინისტრო ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული უწყებაა. ისეთი დაბალშემოსავლიანი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმა და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა უდავოდ დიდი შვებაა.

როდესაც საკრებულოს წევრი ვიყავი, პირადად მიწევდა შეხვედრა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მქონე მოსახლეობასთან. სიდუხჭირის გამო ბევრ მათგანს ბანკის ვალები ჰქონდა აღებული მკურნალობის სხვადასხვა კურსის გასავლელად.

თავისთავად ჯანდაცვის რეფორმა, რომელმაც მოიტანა თუნდაც საყოველთაო ჯანდაცვა, ქვეყნის ბიუჯეტისთვის დიდი ტვირთია, მაგრამ ამდენ უმუშევარ მოსახლეობას სახელმწიფო აუცილებლად უნდა ედგეს გვერდში. რაც შეეხება დავით სერგეენკოს მიერ დაანონსებულ ინფორმაციას ჯანდაცვის სფეროს პირველადი რგოლის რეფორმირების შესახებ, ვფიქრობ სწორად აღებული გეზი აქვს უწყებას ამ მიმართულებით.

ჩემს ირგვლივ ძალიან ბევრი ადამიანი სამედიცინო დაწესებულებას ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურესად გაუარესების შემთხვევაში აკითხავს. ხშირია სწორი დიაგნოზის დასმის პრობლემაც. თავისთავად ცხადია, რომ ოჯახის ექიმის ინსტიტუტი უნდა გაძლიერდეს, ეს მოსახლეობასაც წაადგება და ქვეყნის ბიუჯეტისთვისაც დიდი შვება იქნება“, – განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

Ipress.Ge

იხილეთ ასევე

გართულებული ეპიდვითარების გამო, თბილისსა და ქუთაისში დამატებითი კოვიდსასტუმროები ამოქმედდა

საქართველოში კოვიდსასტუმროების რაოდენობა ორით გაიზარდა. თითო-თითო ასეთი დაწესებულება დამატებით თბილისსა და ქუთაისში ამოქმედდა. მიზეზი ქვეყანაში გართულებული ეპიდემიოლოგიური …