მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » ჯანდაცვის სამინისტროს წამოწყება აშკარა შვება იქნება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის
საქართველოში ფარმაცევტულ ბაზარზე ჯანსაღი კონკურენცია არ არის. ქვეყანაში არ არსებობს პოლიტიკური ნება, რომ ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა შესაბამისად იმუშაოს.

ჯანდაცვის სამინისტროს წამოწყება აშკარა შვება იქნება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის

“ჯანდაცვის სამინისტროს წამოწყება აშკარა შვება იქნება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის”

პირველადი ჯანდაცვის რეფორმის თაობაზე, რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა სერგეენკომ დააანონსა, „პირWელი“ ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

საყვარელიძის აზრით, მოსახლეობისთვის ფინანსურად ერთ–ერთი ყველაზე მძიმე საკითხია სტაციონარში მკურნალობა, რადგან პაციენტმა უნდა გადაიხადოს არამარტო მკურნალობისა და წამლის, არამედ სტაციონარში ყოფნის ფულიც.

„მართალია, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ ეს პრობლემა დიდწილად მოხსნა, მაგრამ მაინც ხშირია შემთხვევები, როცა პაციენტის საჭიროებებს ეს პროგრამაც კი ვერ წვდება და მას თავად უხდება ჯანმრთელობის აღდგენისთვის აუცილებელი ფინანსური რესურსის მოძიება.

ამდენად, წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით თუ ვიმსჯელებთ, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება რეფორმის შესახებ, რომელმაც პირველად რგოლშივე უნდა მოხსნას პაციენტის პრობლემები და საქმე ჰოსპიტალურ ჩარევამდე არ მიიყვანოს, ამსუბუქებს მოსახლეობისთვის ოჯახის ბიუჯეტს.

ვფიქრობ, ჯანდაცვაში პირველადი მომსახურების გაძლიერება საკმაოდ რთული საქმეა კვალიფიკაციის თვალსაზრისით. მომსახურების ფართო ქსელში ყველა დონის დახვეწას კვალიფიკაცია სჭირდება.

აზრიანი, მოსახლეობის ინტერესებზე გათვლილი რეფორმაა საჭირო“, – აცხადებს საყვარელიძე.მისივე თქმით, პირადი გამოცდილებიდანაც შეუძლია იმსჯელოს, რომ თერაპევტებს სანდო დიაგნოზის დასმა უჭირთ ხოლმე.

„შეიძლება ისე მოხდეს, რომ ერთი პაციენტი სამ სხვადასხვა ექიმთან მივიდეს და სამივემ სხვადასხვა დიაგნოზი დაუსვას. ხშირად სწორედ მხოლოდ დიაგნოზის დასმისთვის მიდიან ჩვენი მოქალაქეები საზღვარგარეთ. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს წამოწყება აშკარა შვება იქნება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის. მთავარია, სისტემამ კარგად და გამართულად იმუშაოს” – განაცხადა ფსიქოლოგმა რამაზ საყვარელიძემ.

იხილეთ ასევე

მელანომის დიაგნოზის მქონე 110 პაციენტი სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვს

მძიმე დაავადების მქონე 110 პაციენტი სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვს.  მელანომის დიაგნოზის მქონე პაციენტებმა  პეტიცია შეიმუშავეს, რათა …