მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » ჯანდაცვის სამინისტროში სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია გაიმართა
სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომაზე სოციალური ქარტიის არარატიფიცირებული მუხლებისა და პუნქტების რატიფიცირების შესახებ შეთანხმდნენ.

ჯანდაცვის სამინისტროში სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია გაიმართა

დღეს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომა გაიმართა.

შეხვედრას მინისტრთა კაბინეტის წევრები – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძე, ასევე დამსაქმებელთა და დასაქმებულთა გაერთიანებების, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე დავით სერგეენკომ შრომითი ურთიერთობების დარეგულირების კუთხით, სამმხრივი კომისიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის არის არა კონკრეტული შრომითი დავების განხმილველი, არამედ სტრატეგიის განმსაზღვრელი ორგანო.

კომისიის სხდომაზე 2016-2017 წლის სამოქმედო სტრატეგია დამტკიცდა, რომელიც შრომის კოდექსის, შრომის ინსპექციის, შრომითი მედიაციის, საპენსიო პოლიტიკის, მინიმალური ხელფასის ოდენობის, განათლებისა და საინვესტიციო პოლიტიკის საკითხებს მოიცავს. 

შეხვედრაზე სოციალური ქარტიის არარატიფიცირებული მუხლებისა და პუნქტების რატიფიცირების შესახებ შეთანხმდნენ. ასევე, განიხილეს 144-ე კონვენციის რატიფიცირება, რომელიც მთავრობის, დამსაქმებლებისა და დასაქმებულების ურთიერთთანამშრომლობის პრინციპებს ემსახურება.

Jandacvis saministro

იხილეთ ასევე

ტელემედიცინა და ანალიზების ჩაბარება “დისტანციურად” – რა ცვლილებები მოიტანა პანდემიამ

კოვიდპანდემიამ, უკიდურესად ნეგატიურ შედეგებთან ერთად, დადებითი ტენდენციების განვითარებას და გააქტიურებასაც შეუწყო ხელი. ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მათ შორის არის ტელემედიცინის განვითარება. საქართველოს …