მთავარი » ახალი ამბები » ჯანდაცვის სერვისებზე ჯიბიდან გადახდები 2012 წელს 73.4%-დან 2021 წელს 43.5%-მდეა შემცირებული

ჯანდაცვის სერვისებზე ჯიბიდან გადახდები 2012 წელს 73.4%-დან 2021 წელს 43.5%-მდეა შემცირებული

 

ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯების ზრდამ და სერვისების ეფექტიანმა დაგეგმვამ წარმატებით შეამცირა ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით არსებული ფინანსური ბარიერები და შესაბამისად, გაზარდა მომსახურებით სარგებლობა. მოსახლეობის მიერ ჯიბიდან გადახდები 2012 წელს 73.4%-დან 2021 წელს 43.5%-მდე არის შემცირებული“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

ზურაბ აზარაშვილის თქმით, დღეის მდგომარეობით, წელს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოცულია მოსახლეობის 94.7%. მისივე თქმით, მიმდინარე რეფორმების მხარდასაჭერად თითქმის ხუთჯერ გაიზარდა ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯები (2012 წელი – 450 მლნ. ლარი, ხოლო 2022 წელი – 2541 მლნ. ლარი).

ჩვენ გვაქვს ვალდებულება რაც შეიძლება რაციონალურად ვხარჯოთ სახელმწიფო ბიუჯეტი ისე, რომ სერვისების ხარისხი და ხელმისაწვდომობა იყოს შენარჩუნებული. ამისათვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მექანიზმია დაფინანსების დიაგნოზთან შეჭიდული მოდელი (DRG). ჩვენ უკვე დავიწყეთ DRG-ის დანერგვის პილოტური პროექტი რამდენიმე შერჩეულ კლინიკაში. 2022 წლის ბოლომდე სისტემა მზად იქნება სრულად, ყველა კლინიკაში ასამოქმედებლად“, – აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.

იხილეთ ასევე

კლინიკა “ახალი სიცოცხლე” რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის კიბოს უფასო დიაგნოსტიკურ კვლევებს ჩაატარებს

ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა “ახალი სიცოცხლე” რეგიონებში მაცხოვრებლებისთვის კიბოს უფასო დიაგნოსტიკურ კვლევებს სთავაზობს. აქციის ფარგლებში …