მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » ჯანდაცვის სისტემა გაუმართავია, ამიტომ საჭიროებს რამდენიმე მილიონის დამატებას
"თუ არ გამოსწორდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა სისტემურად, 2017 წელსაც დასჭირდებათ თანხის დამატება,“ - ამის შესახებ ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

ჯანდაცვის სისტემა გაუმართავია, ამიტომ საჭიროებს რამდენიმე მილიონის დამატებას

“თუ არ გამოსწორდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა სისტემურად, 2017 წელსაც დასჭირდებათ თანხის დამატება,“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის სისტემა გაუმართავია, რაც იმაში აისახება, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში ჯანდაცვის ბიუჯეტს, კიდევ რამდენიმე მილიონის დამატება დასჭირდა.

“ის რომ საყოველთაო ჯანდაცვის 2016 წლის ბიუჯეტს დასჭირდებოდა ჯამში 80-90 მლ ლარის დამატება, ამას მე ვვარაუდობდი წლის დასაწყისიდანვე. ხარჯების მუდმივი დაკლება და დეფციტი არის ამ პრობლემის მთავარი მაჩვენებელი. სისტემა გაუმართავია, ამიტომ დღესაც პრატქიკულად ,,ქართული ოცნება“ აღიარებს იმას, რომ ხარჯები უნდა შეაკავონ, თუმცა კომიტეტზე ვთქვი კიდეც, რაც დაგეგმილია ხარჯების შესაკავებლად დამატებით პრობლემებს ქმნის სისტემაში და ეს არ იქნება ეფეტური. თანხის დამატება დასჭირდათ 2014, 2015 და 2016 წელს დასჭირდებათ 2017-შიც,“-განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა

ipress.ge

იხილეთ ასევე

სად არის შესაძლებელი გრიპზე უფასო ვაქცინაცია – სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალი

გამოქვეყნდა სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალი, სადაც მოქალაქეებს გრიპის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება შეუძლიათ. სია შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე. …