მთავარი » მსოფლიო » ჯანმოს ხელმძღვანელი მუქარის შემცველ SMS-ებს იღებს

ჯანმოს ხელმძღვანელი მუქარის შემცველ SMS-ებს იღებს

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს გებრეიესუსმა The Washington Post-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ კიორონავირუსის პანდემიის გამო, მას ემუქრებიან.

მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ ის მისი სიცოცხლის ხელყოფის მუქარის შემცველ შეტყობინებებს იღებს.

„მუქარებს პირდაპირ SMS-ების საშუალებით ვიღებ. არ ვიცი საიდან გაიგეს მათ ჩემი ნომერი,“ – განაცხადა ჯანმოს ხელმძღვანელმა.

გებრეიესუსის თქმით, სახლში მას სიგნალიზაცია აქვს ჩართული, თანამშრომლები კი დაცვის აყვანას სთავაზობენ. კონკრეტულად ვინ ემუქრება ჯანმოს ხელმძღვანელს, უცნობია.

ტედროს გებრეიესუსმა ინტერვიუში ასევე განაცხადა, რომ მისთვის ეთიოპიაში დაბრუნება უსაფრთხო არ არის. სამშობლოში ის დიდი ხნის განმავლობაში იკავებდა ჯანდაცვის მინისტრის პოსტს.

გამოცემის ინფორმაციით, მაღალჩინოსანი ხელისუფლებას ერთერთ შტატში არსებული სიტუაციის გამო აკრიტიკებდა.

რაც შეეხება ახალი კორონავირუსის პანდემიის დასრულებას, გებრეიესუსი მიიჩნევს,რომ ამაზე საუბარი ნაადრევია. მანამდე ჯანმოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ 2022 წელს კაცობრიობა მიუახლოვდა კორონავირუსის პანდემიის დასასრულს, კოვიდისგან გამოწვეული სიკვდილიანობა კი პანდემიის დაწყების პერიოდიდან მინიმალურ ნიშნულზეა. „ჩვენ ჯერ ვერ მივაღწიეთ მიზანს, თუმცა დასასრული ახლოსაა,“ – განაცხადა მან.

ახლა კი ის ამბობს: „ჩვენ ჯერ კიდევ ვიმყოფებით დიდი ომის ცენტრში.“

იხილეთ ასევე

FDA-მ AstraZeneca-ს ფილტვის კიბოს სამკურნალო მედიკამენტები დაამტკიცა

ფარმაცევტული კომპანია AstraZeneca-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტომ (FDA) მის მიერ …