მთავარი » მსოფლიო » ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია შემოდგომაზე კორონავირუსის მორიგ ტალღას ელოდება

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია შემოდგომაზე კორონავირუსის მორიგ ტალღას ელოდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს კოვიდშეზღუდვების გაუქმებისას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

ორგანიზაციის საგანგებო პროგრამის ხელმძღვანელი მაიკ რაიანი აცხადებს, რომ პანდემია ჯერ დასრულებული არ არის და შემოდგომით მორიგი ტალღაა მოსალოდნელი. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ მაიკ რაიანმა სოციალური მედიით ორგანიზებულ ღონისძიებაზე ისაუბრა.

„ვფიქრობ, ზოგადად, ჩვენ ძალიან ნაადრევად დავუბრუნდით ჩვეულ ცხოვრებას და მგონია, რომ ამისთვის საფასურის გადახდა მოგვიწევს, რადგან ვაქცინაციის პროცესი სათანადო დონეზე არ არის, არსებობს ვირუსის ვარიანტები და ჩვენ ჯერ არ დაგვიცავს საკმარისი რაოდენობის ადამიანები. ვფიქრობ, ძალიან სწრაფად ვუხსნით გზას ეპიდემიოლოგიურ სიტუაციასთან დაკავშირებულ რისკებს“, – განაცხადა მაიკ რაიანმა.

მაიკ რაიანის თქმით, ამერიკის რეგიონში ყოველდღიურად კორონავირუსის საშუალოდ, მილიონი შემთხვევა ვლინდება, ევროპის რეგიონში კი, ნახევარი მილიონი.

„უბრალოდ, ცოტა მეტი მოთმინება გვჭირდება. გაიხსენეთ გასული ზაფხული, როდესაც ყველაფერი კარგად იყო, ყველა მოდუნდა და შემდეგ დადგა სექტემბერ-ოქტომბერი და ჩვენ დიდი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდით. ვფიქრობ, იმავე გზას ვადგავართ, ამჯერად უფრო მეტად გადამდები ვარიანტით“, – აღნიშნა მაიკ რაიანმა.

1tv.ge

იხილეთ ასევე

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია: კორონავირუსის გავრცელებამ ევროპაში ბოლო ერთ კვირაში ათი პროცენტით მოიმატა

კორონავირუსის გავრცელებამ ევროპაში ბოლო ერთ კვირაში ათი პროცენტით მოიმატა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია …