მთავარი » მსოფლიო » ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინების დამტკიცების საკითხს აპრილის ბოლოს განიხილავს

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინების დამტკიცების საკითხს აპრილის ბოლოს განიხილავს

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინების დამტკიცების საკითხის განხილვას აპრილის ბოლოს გეგმავს.

როგორც სააგენტო „როიტერი“  წერს, ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრესპიკერმა, მარგარეტ ჰარისმა განაცხადა. მისი თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვაქცინებთან დაკავშირებით დამატებით მონაცემებს საჭიროებს.

„ეს არ ხდება ისე სწრაფად, როგორც ვიმედოვნებდით, რადგან ჩვენ უფრო მეტი მონაცემი გვჭირდება“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, რომლის სიტყვებსაც 1tv.ge ციტირებს.

ამ დროისთვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დამტკიცებული აქვს კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ და „ბიონტექის“, „ასტრაზენეკასა“ და ოქსფორდის უნივერსიტეტის, ასევე „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინები.

საქართველოს შეძენილი აქვს “სინოფარმის” ვაქცინის 100 ათასი დოზან, ხოლო “სინოვაკის” 100 ათას დოზას საჩუქრად მიიღებს. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ვაქცინას უნგრეთის მკაცრი მარეგულირებლის ავტორიზაცია აქვს, თუმცა ქართული მხარე ჯანმოს აღიარებას ელოდება. უწყებაში არ გამორიცხავენ იმასაც, რომ ჯანმოს რეკომენდაციის შემთხვევაში, აღნიშნული პრეპარატებით ვაქცინაცია ამ ორგანიზაციის მიერ მათ ავტორიზაციამდე დაიწყონ.

იხილეთ ასევე

ვაქცინაციამ მსოფლიოში უკვე ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა, საქართველოში კი კოვიდ-სტატისტიკა მზარდია

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდზე განთავსებული სტატისტიკის თანახმად,  საქართველოში ბოლო 7 დღეში კორონავირუსის შემთხვევების მატებამ 25% …