მთავარი » ჯანდაცვა » ჯენერიკ მედიკამენტები მისაღებია, თუ ქვეყანაში მედიკამენტების ხარისხზე კონტროლი გამკაცრდება
მისაღებია თუ ქვეყანაში მედიკამენტების ხარისხზე კონტროლი გამკაცრდება,დღესდღეობით, წამლები ისე გაძვირდა, რომ ჯენერიკების დანიშვნა ერთადერთი გამოსავალია.

ჯენერიკ მედიკამენტები მისაღებია, თუ ქვეყანაში მედიკამენტების ხარისხზე კონტროლი გამკაცრდება

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული უახლესი რეფორმები შეაფასა და თავისი აზრი დააფიქსირა “ნიუ ჰოსპიტალის” ნერვოლოგმა ხათუნა სიჭინავამ.ექიმმა მოკლედ ისაუბრა ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმასა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დადებით და უარყოფით მხარეებზე:

,,ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა მისასალმებელი და დროულია. მიუხედავად იმისა, არის გარკვეული ხარვეზები, რომელიც საჭიროებს გამოსწორებასა და დარეგულირებას, თუმცა მთლიანობაში რეფორმა აუცილებელია. ნამდვილად იყო იმის საჭიროება, რომ მომხდარიყო ოჯახის ექიმის ინსტიტუტის წინ წამოწევა. ეს ყველაფერი პაციენტებისთვის დადებითის შედეგის მომტანი ნამდვილად იქნება, პირველი იმ კუთხით, რომ პაციენტებს საშუალება ეძლევათ, უფასოდ მივიდნენ ექიმთან და მიიღონ შესაბამისი დახმარება. შემდგომ, საჭიროების შემთხვევაში, მოხდება მათი სწორი და დროული გადამისამართება ვიწრო სპეცილისტთან“.

რაც შეეხება ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამას, ექიმი იწონებს და წარმატებულს უწოდებს.

 „უშუალოდ, სტაციონარში მიწევს მუშაობ,სადაც  პროგრამული პაციენტებიც არიან, რომელთაც უფასოდ უტარდებათ ოპერაციები. ეს მათთვის არის ძალიან დიდი შეღავათი და შვება, რადგან მათ უმეტესობას დღემდე არ ჰქონდათ შესაძლებლობა, ჩაეტარებინათ მსგავსი ტიპის ოპერაციები. ბევრი ადამიანი იღუპებოდა იმის გამო, რომ ვერ ახერხებდა სტაციონარში დაწოლას, დღეს–ღეობით კი ეს პრობლემა სრულადაა მოხსნილი და პაციენტებს მიეცათ შანსი, დიხანს იცოცხლონ. ხალხი უზომოდ კმაყოფილია’’.

ხათუნა სიჭინავამ მედიკამენტების ფასებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ პრეპარატები საგრძნობლადაა გაძვირებული:

,,მედიკამენტების  საგრძნობლად გაძვირებულია. პაციენტების უმეტესობა ვეღარ ახერხებს წამლის შეძენას. ბევრ ექიმს ქონია შემთხვევა, როდესაც პაციენტი ეუბნება, რომ რაც შეიძლება მინიმალური რაოდენობის  მედიკამენტი დაუნიშნოს, რადგან სხვა შემთხვევაში, ის ვერ შეძლებს პრეპარატების შეძენას. მართლაც ძალიან რთული მდგომარეობაა“.

რაც შეეხება ჯენერიკ მედიკამენტებს, ექიმი აღნიშნავს, რომ ის მისაღებია თუ ქვეყანაში მედიკამენტების ხარისხზე კონტროლი გამკაცრდება:

“დღესდღეობით, წამლები უკვე ისე გაძვირდა, რომ ჯენერიკების დანიშვნაც ერთადერთი გამოსავალია, რადგან მათი ფასი შედარებით დაბალია და იმავე ეფექტური შედეგიანობით ხასიათდება’’.

1news.ge

იხილეთ ასევე

გართულებული ეპიდვითარების გამო, თბილისსა და ქუთაისში დამატებითი კოვიდსასტუმროები ამოქმედდა

საქართველოში კოვიდსასტუმროების რაოდენობა ორით გაიზარდა. თითო-თითო ასეთი დაწესებულება დამატებით თბილისსა და ქუთაისში ამოქმედდა. მიზეზი ქვეყანაში გართულებული ეპიდემიოლოგიური …