მთავარი » კვირის ინტერვიუ » ჯენერიკ მედიკამენტების გამოყენებით კმაყოფილი ვარ – ქეთინო ღვინიაშვილი
არსებობს ჯენერიკების გარკვეული ჯგუფი, რომელთა მოქმედებით კმაყოფილი ვარ და ვიყენებ პრაქტიკაში. სანდოობა კი პრაქტიკიდან გამომდინარე ჩამომიყალიბდა.

ჯენერიკ მედიკამენტების გამოყენებით კმაყოფილი ვარ – ქეთინო ღვინიაშვილი

რამდენად იყენებენ ექიმები პრაქტიკაში ჯენერიკულ მედიკამენტებს და რომელი ქვეყნიდან იმპორტირებულ ჯენერიკს ანიჭებენ უპირატესობას, ამ საკითხთან დაკავშირებით თერაპევტს და ოჯახის ექიმს ქეთინო ღვინიაშვილს ვესაუბრეთ.

„ვცდილობ, რომ პაციენტს ორიგინალი პრეპარატები დავუნიშნო. ეს ნდობა განპირობებულია კლევებისა და გამოცდილების საფუძველზე. ჯენერიკი უფრო იაფი ღირს, თუმცა ეს მის უახრისხობას არ განსაზღვრავს. არსებობს ჯენერიკების გარკვეული ჯგუფი, რომელთა მოქმედებით კმაყოფილი ვარ და ვიყენებ პრაქტიკაში. სანდოობა კი პრაქტიკიდან გამომდინარე ჩამომიყალიბდა. შესაბამისად აუცილებელია ჯენერიკების ფართოდ დანერგვა პრაქტიკაში და მათი გამოყენება“.

რაც შეეხება ჯენერიკების მწარმოებელ ქვეყანას, ექიმს მიაჩნია, რომ მას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

„მთავარია, მწარმოებელი ფარმაცევტული კომპანია იყოს სანდო და საიმედო. ძალიან ბევრი მედიკამენტია, რომელიც ინდოეთშია წარმოებული, მაგრამ ძალიან მაღალი ხარისხისაა და კარგი შედეგიც აქვს. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მწარმოებელი ქვეყანა ინდოეთია თუ სხვა რომელიმე, მთავარია მედიკამენტი იყოს ხარისხიანი“, – აღნიშნა ქეთინო ღვინიაშვილმა.

pirveliradio.ge

 

იხილეთ ასევე

მწყემსი ქალი 21 წლის მარიამ ქოჩაშვილი გაიცანით ნინუცა კახნიაურის სიუჟეტში. პროფესიას ეუფლება რომ მშობლიურ სოფელში ამბულატორია გახსნას.

მწყემსი ქალი უკანა ფშავიდან პროფესიას ეუფლება რომ მშობლიურ სოფელში ამბულატორია გახსნას

სიუჟეტის გმირი მომავალი ექთანია. პროფესიას ეუფლება რომ მშობლიურ სოფელში ამბულატორია გახსნას. კვირის განმავლობაში სწავლობს და …