მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ჯენერიკ მედიკამენტების სეგმენტის გაფართოება შეამცირებს ჯანდაცვის ხარჯებს
ჯენერიკ მედიკამენტების სეგმენტის გაფართოება სწორედ ის გამოსავალია, რომელიც მნიშვნელოვნად შეამცირებს ჯანდაცვის ხარჯებს და არ აისახება მის ხარისხზე.

ჯენერიკ მედიკამენტების სეგმენტის გაფართოება შეამცირებს ჯანდაცვის ხარჯებს

გიორგი ხეჩინაშვილი: „ჯენერიკ მედიკამენტების სეგმენტის გაფართოება სწორედ ის გამოსავალია, რომელიც მნიშვნელოვნად შეამცირებს ჯანდაცვის ხარჯებს და არ აისახება მის ხარისხზე“.

ბოლო პერიოდში მედიკამენტებზე ფასები საგრძნობლად გაიზარდა, რაც მძიმე ტვირთად აწევს სოციალურად გაჭირვებულ მოსახლეობას. ჯანდაცვის სამინისტრომ მედიკამენტებზე ფასების შესამცირებლად, ფარმაცევტულ ბაზარზე ჯენერიკ მედიკამენტების სეგმენტის გაფართოება დაანონსა.

ჯენერიკ მედიკამენტებსა და ზოგადად საქართველოში წამლის მოხმარების კულტურაზე პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრმა გიორგი ხეჩინაშვილმა ისაუბრა. 

“წამალი მთელ მსოფლიოში ძალიან ძვირადღირებული პროდუქციაა. მის ღირებულებას ჯანდაცვის ხარჯებში ძალიან დიდი ადგილი უჭირავს, ეს იქნება სახელმწიფოს ხარჯი, სადაზღვევო კომპანიის, თუ მოსახლეობის. სამწუხაროდ, „ჯიბიდან გადახდა“ ამ ქვეყანაში ისევ აქტუალურია. ეს კი მაჩვენებელია იმისა, რომ ჯერ არა გვაქვს სრულფასოვანი ჯანდაცვის სისტემა, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში.

შექმნილი მდგომარეობის დარეგულირება, ეროვნული და მსოფლიო ვალუტების პრობლემების ჭრილში, ძალიან აქტუალური და მიზანმიმართულია. სახელმწიფო ყოველთვის უნდა ცდილობდეს ჯანდაცვის პოლიტიკით ისეთი ლეგიტიმური ჩარევები მოახდინოს და სტრატეგიები განახორციელოს, რომელიც, ერთი მხრივ, კომერციულ საქმიანობას ხელს არ შეუშლის, მეორე მხრივ, საკუთარი მოსახლეობისათვის სოციალურ და ჯანდაცვის ასპექტში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი.

ამ ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მედიკამენტის ფასი იყოს შესაძლებლობის ფარგლებში. ჯენერიკ მედიკამენტების სეგმენტის გაფართოება სწორედ ის გამოსავალია, რომელიც მნიშვნელოვნად შეამცირებს ჯანდაცვის ხარჯებს და არ აისახება მის ხარისხზე“, – განაცხადა ხეჩინაშვილმა.

გიორგი ხეჩინაშვილი ქვეყანაში წამლის მოხმარების კულტურაზეს საუბრობს და აღნიშნავს, რომ საქართველოში წამლების ფართოდ გამოყენებადი საზოგადოებაა, ჯერ კიდევ თვითმკურნალობას ვეწევით და გვჭირდება თუ არა, ბევრს ვხარჯავთ წამლებში. 

„ჩვენთან გარკვეული სტერეოტიპებია დამკვიდრებული. იმ წამლებს, რომლებსაც მსოფლიოში აღარ იყენებენ, ჩვენთან ჯერ კიდევ პოპულარულია, მაგალითად, ანალგინი. ეს მაშინ, როდესაც არსებობს ამ პრეპარატზე გაცილებით უკეთესი და ეფექტური წამლები. მოსახლეობის ინფორმირება, წამლებთან და ჯენერიკებთან დაკავშირებით ძალიან დაბალია.

ამასთან, არასწორია დამოკიდებულება ინდოეთში წარმოებულ მედიკამენტებზე, თითქოს ის ყველა წამალი უხარისხოა და შვეიცარული წარმოების მაღალი ხარისხის. ესეც საზოგადოებაში დაბალი ცნობადობისა და ინფორმაციის სიმწირის მანიშნებელია. დიდი მნიშვნელობა აქვს მედიკამენტის მწარმოებელ კომპანიას, ბრენდს და არა მწარმოებელ ქვეყანას.

მთავარია, როგორია მწარმოებელი კომპანიის ისტორია, სერტიპიკატები, სტატუსი და ხარისხისადმი ადეკვატურობა. თუ ჯენერიკს აწარმოებს მაგალითად ინდური კომპანია, რომელიც აკმაყოფილებს ყველა სტანდარტს, ის ისეთივე მაღალი მაჩვენებლებითა და ხარისხით ხასიათდება, როგორც ბრენდი. ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტების ხარისხის ადეკვატური კონტროლის სისტემის შექმნაზე მუშაობს. ამ ფონზე, გარკვეული საკანონმდებლო მოსამზადებელი სამუშაოებიც მიმდინარეობს.

ამას სჭირდება დრო და დიდი ფინანსური რესურსები. აუცილებლად შემუშავდება ისეთი პროგრამა, რომელიც ნამდვილად ეფექტური იქნება და გაზრდის ნდობის ფაქტორს ჯენერიკ მედიკამენტების ხარისხის მიმართ“, – განაცხადა ხეჩინაშვილმა.

info9.ge

იხილეთ ასევე

დღეს, 20:00 საათიდან „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მეორე დოზისთვის რეგისტრაცია იწყება

დღეიდან, 5 მაისიდან „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მეორე დოზისთვის რეგისტრაცია იწყება. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რეგისტრაცია 20:00 …