მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ჯენერიკ მედიკამენტის მიღება საფრთხე ნამდვილად არ არის
ჯენერიკ მედიკამენტის მიღება საფრთხე ნამდვილად არ არის,ჯენერიკების სეგმენტის გაფართოება აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ წამლებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს.

ჯენერიკ მედიკამენტის მიღება საფრთხე ნამდვილად არ არის

ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტების ხარისხის კონტროლის კუთხით ახალი სტანდარტის დამკვიდრებას, საყოველთაო ჯანდაცვის  ხარჯთეფექტურობის მოდელისა და ელექტრონული რეცეპტული სისტემის  დანერგვას  გეგმავს.

ამასთან, მინისტრს მიაჩნია, რომ ჯენერიკების სეგმენტის გაფართოება აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს, და მეტი სტიმული  ადგილობრივ წარმოებას მიეცეს.

თუმცა, იმისათვის, რომ  ზემოთ აღნიშნული განხორციელდეს აუცილებელია მედიკამენტის ხარისხის კონტროლის მწყობრი სისტემის ამუშავება, რაზეც ჯანდაცვის სამინისტროში ინტენსიური მუშაობა უკვე დაწყებულია და რეალური შედეგები ცნობილი მალე გახდება.

და მაინც, რა არის ჯენერიკი? მის დადებით მხარეებზე საუბრობს სიმონ ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკის, დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი  გუგა ქაშიბაძე: 

„რა განსხვავებაა ჯენერიკ მედიკამენტსა და ბრენდს შორის? დღეს ფუნქციონირებენ უსერიოზულესი ფარმაცევტული კომპანიები, რომლებიც აწარმოებენ ჯენერიკულ მედიკამენტებს.

როგორც სპეციალისტი განვმარტავ, რომ ჯენერიკი კომპანია ყიდულობს მედიკამენტის მზა ფორმულას და შემდეგ თავად აწარმოებს წამალს. სერიოზული მედიკამენტის გამოგონება და ფორმულის შექმნა,  მილიარდობით დოლარი ჯდება.

ბუნებრივია, ყველა კომპანიას მილიარდობით დოლარი არ გააჩნია. ცუდს მასში  ვერაფერს ვხედავ –  ყიდულობენ მზა ფორმულას და შემდგომში თავად აწარმოებენ. უბრალოდ, აქ საუბარია  მედიკამენტების ხარისხზე, რაზეც კონტროლი აუცილებლად უნდა გამკაცრდეს. მაგალითად, საზოგადოება ძალიან სკეპტიკურად უყურებს ინდური წარმოების მედიკამენტებს.

მაგრამ ინდოეთში  700 ათასი ფარმაცევტული კომპანია ფუნქციონირებს. მათ შორის მსოფლიოს წამყვან ფარმაცევტულ კომპანიებს აქვთ გახსნილი ქარხნები ინდოეთში. ამიტომ, თეთრად და შავად ვერ დავყოფ, რა ან რომელია კარგი და პირიქით – ცუდი.

ჯენერიკ მედიკამენტის მიღება საფრთხე, ნამდვილად არ არის. როგორც მომხმარებელს, მიმიღია კიდეც ჯენერიკ მედიკამენტი.

მთავარია,  პაციენტს, როგორც მომხმარებელს და ასევე ექიმს, არჩევანის საშუალება ჰქონდეს, რომ მას არავინ დააძალოს კონკრეტული პრეპარატის მიღება ან  გამოწერა“, – აცხადებს ქაშიბაძე

frontnews.ge

იხილეთ ასევე

„მოდერნას“​ მიერ შექმნილმა „კოვიდ-19“-ის ვაქცინამ მოზარდებში 96-პროცენტიანი ეფექტურობა აჩვენა

„მოდერნას“​ მიერ შექმნილმა „კოვიდ-19“-ის ვაქცინამ მოზარდებში 96-პროცენტიანი ეფექტურობა აჩვენა. ინფორმაციას CNN კომპანიის აღმასრულებელ დირექტორზე, შტეფან …