მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ჯენერიკები ერთადერთი გამოსავალია პაციენტისთვის მედიკამენტოზური მკურნალობის დროს
ნინო ჭყოიძე - ჯენერიკ მედიკამენტები ერთადერთი გამოსავალია, რომ პაციენტმა მედიკამენტოზური მკურნალობა ბოლომდე შეძლოს და უარი არ თქვას.

ჯენერიკები ერთადერთი გამოსავალია პაციენტისთვის მედიკამენტოზური მკურნალობის დროს

ექსპერტთა გათვლებით, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის პრობლემას ჯენერიკ მედიკამენტების სეგმენტის გაფართოება დაარეგულირებს.

ქვეყანაში მედიკამენტების გაძვირების ფონზე ჯანდაცვის სამინიტრომ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ჯენერიკ მედიკამენტების შემოსვლა და მათი სეგმენტის გაფართოვებაც დაანონსა და აღნიშნა, რომ ეს აუცილებელი წინაპირობაა იმისათვის, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს.

პირველადი ჯანდაცვის რგოლი წარმომადგენელი ქვემო ქართლში, ნინო ჭყოიძე ჯანდაცვის სამინსიტროს ინციატივას მიესალმება და მიაჩნია, რომ ჯენერიკ მედიკამენტები ერთადერთი გამოსავალია, რომ პაციენტმა მედიკამენტოზური მკურნალობა ბოლომდე შეძლოს და უარი არ თქვას.

„ჯენერიკი მედიკამენტების დანიშვნა გვიწევს ექიმებს, მით უმეტეს სოფლად. მოსახლეობის მეტ ნაწილს ფინანსური საშუალება არ აქვთ, რომ მკურნალობოს კურსი ბრენდული ძვირადღირებული პრეპარატით ჩიტაროს. შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივა სოფლად მცოხვრები პაციენტებისთვის შვება იქნება“

– აღნიშნავს ექიმი, თუმცა მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გამკაცრების აუცილებლობაზეც მიანიშნებს, რომ პაციენტი უფრო მეტად იყოს დაცული, რაც ასევე საზოგადოებაში ჯენერიკების ნდობასაც გაზრდის.

შეგახსენებთ, რომ სულ მალე, ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე კომპანია „ჰუმანითი ჯორჯია“ ამბიციური გეგმებით შემოვა და მომხმარებელს უახლოეს მომავალში მედიკამენტების ფართო სპექტრს შესთავაზებს. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, მათი პრეპარატების პირველი პარტია ხშირი მოხმარების მედიკამენტებით იქნება წარმოდგენილი და საქართველოში ძალიან მალე შემოვა.

მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის პრეპარატების ხარისხი დადასტურებულია მწარმოებლის EU GMP სერთიფიკატით და ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სერთიფიკატის მქონე ლაბორატორიის მიერ ჩატარებული სერიული კონტროლით. 

ახალი ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლას დადებითად აფასებენ სპეციალისტები, მედიკოსები და პოლიტიკოსებიც და განმარტავენ, რომ ეს ფაქტი ქვეყნის ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციას შეუწყობს ხელს და მედიკამენტები გაიაფდება.

ოჯახის ექიმი, ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი მოთამაშის გამოჩენას მიესალმება, თუმცა აუცილებელია ინფორმაციულობის დონე გაიზარდოს:

„ამის შესახებ ექიმებს უფრო ინტენსიურად უნდა მიეწოდებოდეთ ინფორმაცია. როდესაც პაციენტს ვუნიშნავ ჯენერიკს, მაინც ვცდილობ, რომ ცნობილი და გამოცდილი მედიკამენტი დავუნიშნო. სიმართლე გითხრათ, ინდური პრეპარატების მიმართ უკმაყოფილო არ ვარ. ნდობა მაინც პრაქტიკიდან გამომდინარე ყალიბდება“.

იხილეთ ასევე

„ჯიპისი ლაბი“ ახალი სერვისების დამატებას გეგმავს

„ჯიპისი ლაბი“ ახალი სერვისების დამატებას გეგმავს. როგორც კომპანიაში jandacva.ge-ს განუცხადეს, მომსახურებებს შესაძლოა თმის ანალიზი დაემატოს, …