მთავარი » ჯანდაცვა » ჯენერიკების გამოყენება მნიშვნელოვნი გამოსავალია მედიკამენტოზურ მკურნალობაში
თუ მედიკამენტი რეგისტრირებულია და შესაბამისი ორგანოების მიერ მისი გამოყენება ნებადართულია, ბუნებრივია შეიძლება გამოიყენო, როგორც ჩანაცვლებითი თერაპია

ჯენერიკების გამოყენება მნიშვნელოვნი გამოსავალია მედიკამენტოზურ მკურნალობაში

ჯანდაცვის სამინისტრომ ფარმაცევტულ ბაზარზე შექმნილი პრობლემების დარეგულირების მიზნით, ჯენერიკების სეგმენტის გაფართოება და ბაზარზე მათი წილის გაზრდა დაასახელა. 

ექსპერტთა ერთი ნაწილი იწონებს ინიციატივას და აღნიშნავს, რომ პროექტის წარმატებულად განხორციელებისთვის აუცილებელია, საზოგადოების ინფორმირება ჯენერიკების თაობაზე. ზოგიერთი კი, განმარტავს, რომ სანდოობის მიზნით, აუცილებელია სამინისტრომ, მედიკამენტებზე ხარისხის კონტროლის გამკაცრებაზეც იზრუნოს.

სულ მალე, ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე კომპანია „ჰუმანითი ჯორჯია“ ამბიციური გეგმებით შემოვა  და მომხმარებელს უახლოეს მომავალში მედიკამენტების ფართო სპექტრს შესთავაზებს. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, მათი პრეპარატების პირველი პარტია ხშირი მოხმარების მედიკამენტებით იქნება წარმოდგენილი და საქართველოში ძალიან მალე შემოვა.

მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის პრეპარატების ხარისხი დადასტურებულია მწარმოებლის EU GMP სერთიფიკატით და ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სერთიფიკატის მქონე ლაბორატორიის მიერ ჩატარებული სერიული კონტროლით. ახალი ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლას დადებითად აფასებენ სპეციალისტები, მედიკოსები და პოლიტიკოსებიც. ისინი განმარტავენ, რომ ეს ფაქტი ქვეყნის ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციას შეუწყობს ხელს და მედიკამენტები გაიაფდება.

“ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე სულ რამდენიმე მოთამაშეა და მათ ხშირად სდებენ ბრალს ოლიგოპოლიაში, ამ ფონზე ბაზარზე ახალი მოთამაშე „ჰუმანითი ჯორჯია“ შემოდის. ეს მისასალმებელია. ახალი მოთამაშე ინდოეთიდან ჯენერიკ მედიკამენტების იმპორტირებას გეგმავს,  რომლის ფასიც ბაზარზე არსებულ ფასებთან შედარებით საკმაოდ დაბალი იქნება“ – ამგვარ პროგნოზს აკეთებენ ექსპერტები და არცთუ უსაფუძვლოდ.

ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი მოთამაშის „ჰუმანითი ჯორჯიას“ შემოსვლას ინფექციონისტი მარიამ იაკობაშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, ახალი კომპანიის შემოსვლა დადებითი მოვლენაა და მთავარია მან ხარისხიანი მედიკამენტები შემოიტანოს. ამასთან ინფექციონისტს მიაჩნია, რომ ახალი კომპანიის შემოსვლა ფარმაცევტულ ბაზარზე ჯანსაღ კონკურენციას შეუწყობს ხელს.

თუ „ჰუმანითი ჯორჯია“ ხარისხიან პრეპარატებს შემოიტანს, მე მხოლოდ მივესალმები მათ შემოსვლას ფარმაცევტულ ბაზარზე. განსაკუთრებით, თუ ეს პრეპარატები იქნება იაფი და მოსახლეობის ფართო ფენებისათვის ხელმისაწვდომი. თუ მათი მედიკამენტები ხარისხიანია, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მათ მწარმოებელ ქვეყანას, იქნება ეს ინდოეთი თუ გერმანია.

მწარმოებელი ქვეყნის და კომპანიის შემთხვევაში ამ ფაქტორებს ყურადღებას ნაკლებად ვაქცევ. როგორც აღვნიშნე, მთავარია წამალი იყოს ხარისხიანი, მუშაობდეს, ჰქონდეს კარგი შედეგი და იყოს ეფექტური. სხვა მხრივ ნდობის პრობლემა ნამდვილად არ მაქვს, – აღნიშნა იაკობაშვილმა.

ჯენერიკ მედიკამენტების გამოყენებასა და ბაზარზე ახალი კომპანიის „ჰუმანითი ჯორჯიას“ შემოსვლის საკითხთან დაკავშირებით, სამტრედიის „ჯეო ჰოსპიტალის“ დირექტორს ირაკლი ლაღიძეს ვესაუბრეთ.

ირაკლი ლაღიძე მიიჩნევს, რომ ჯენერიკების გამოყენება გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება გამოსავალი იყოს, ხოლო რაც შეეხება „ჰუმანითი ჯორჯიას“ – ჰოსპიტალის ხელმძღვანელი ახალი კომპანიის შემოსვლას მიესალმება.

„როდესაც გიწევს სამედიცინო სფეროში მოღვაწეობა, არ შეიძლება რომ არ დადგე მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული პრობლემის წინაშე. დღეს ჩვენ გვაქვს მედიკამენტების შეძენის პრობლემა ქვეყანაში. რაც შეეხება “ჰუმანითი ჯორჯიას“, ამ კომპანიის შემოსვლის შესახებ მსმენია, თუმცა დეტალები უცნობია. გააჩნია რა შემთხვევაში მოუწევს ექიმს ჯენერიკის დანიშვნა.

არის შემთხვევბი, როცა ჯენერიკი გამოსავალია და პრობლემას გარკვეულწილად ამსუბუქებს. არის შემთხვევა, როდესაც კონკრეტულ მკურნალობის გეგმას გვერდს ვერ აუქცევ. არის ხოლმე მოწოდებული პროტოკოლები, გაიდლაინები, ბევრ ნოზოლოგიაში ასეა და ხარისხიანი მკურნალობა მაინც სულ სხვაა. თუ მედიკამენტი რეგისტრირებულია და შესაბამისი ორგანოების მიერ მისი გამოყენება ნებადართულია, ბუნებრივია შეიძლება გამოიყენო, როგორც ჩანაცვლებითი თერაპია“ – განმარტავს სამტრედიის „ჯეო ჰოსპიტალის“ დირექტორი.

იხილეთ ასევე

„ფაიზერის“ ფირმის ვაქცინით იმუნიზაცია საქართველოს 7 კლინიკაში დაიწყება

ჯანდაცვის სამინისტროში, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიასა და კლინიკების ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა შედგა. შეხვედრაზე ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინაციის …