მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ჯენერიკების იმპორტის ხელშეწყობა მედიკამენტების ხელმისაწვდომობას გაზრდის
ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ჯენერიკების იმპორტის ხელშეწყობა მედიკამენტების ხელმისაწვდომობას გაზრდის - ლაშა გიორგაძე.

ჯენერიკების იმპორტის ხელშეწყობა მედიკამენტების ხელმისაწვდომობას გაზრდის

,,სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი, ლაშა გიორგაძე ჯენერიკ მედიკამენტების მნიშვნელობასა და  ზოგადად ქვეყანაში მედიკამენტებზე ფინანსური ხელმისაწვდომობის საკითხს გამოეხმაურა:

“მომიწია  გავცნობოდი საყოველთაო ჯანდაცვის პირობებში ონკოლოგიური პაციენტისთვის მედიკამენტების დაფინანსების საკითხს. ფაქტობრივად, დასავლეთის ქვეყნებში, სადაც სამედიცინო დაზღვევა დიდი ხანია მოქმედებს, იქ ონკოლოგიურ პაციენტებს საჭირო მედიკამენტებს 100 პროცენტით უფინანსებენ და რაც მთავარია, მედიკამენტები  უმაღლესი ხარისხისხით გამოირჩევა.

დღეს საქართელოში ასეთია მდგომარეობა: სახელმწიფო ცდილობს პაციენტის ხარჯების  70%–ის დაფინანსებას , ხოლო დანარჩენზე ვერ იღებს ვალდებულებას და მედიკამენტებიც საუკეტესო ხარისხითაც არ გამოირჩევა. ვგულისხმობ, მედიკამენტების არასასურველ გვერდით მოვლენებს. მიუხედავად ამისა, სახელმწიფო აძლევს შესაძლებლობას მოქალაქეებს, 800–900 ლარიანი ხარჯი  200–250 ლარამდე შეუმციროს, რაც საკმაოდ დიდი შეღავათია“.

ლაშა გიორგაძე აცხადებს, რომ  სახელმწიფოს მხრიდან მაღალხარისხიანი მედიკამენტების დაფინანსება უნდა ხდებოდეს  და პაციენტებსაც ნაკლები ფინანსური ხარჯის გაღება უწევდეთ:

„რეალობაა, რომ საქართველო ძირითადად, მედიკამენტების კუთხით, იმპორტზეა დამოკიდებული, მათ შორის, ჯენერიკ მედიკამენტებიც, რომელთა გარკვეული ნაწილი საკმაოდ ეფექტურია. მიუხედავად იმისა, რომ მედიკამენტები ქვეყანაში საკმაოდ ძვირია, ჯანდაცვის სამინისტროს სტრატეგია გვიჩვენებს, რომ ისინი ცდილობენ ამ საკითხში გარკვეული სასიკეთო ცვლილებების განხორციელებას, ცდილობენ დააინტერესონ მეტი მწარმოებელი კომპანია, რომლებიც ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ჯენერიკების იმპორტს განახორციელებენ. ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ჯენერიკების იმპორტის ხელშეწყობა მედიკამენტების ხელმისაწვდომობას გაზრდის“.

gurianews.com

იხილეთ ასევე

დღეს, 20:00 საათიდან „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მეორე დოზისთვის რეგისტრაცია იწყება

დღეიდან, 5 მაისიდან „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მეორე დოზისთვის რეგისტრაცია იწყება. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რეგისტრაცია 20:00 …