მთავარი » ჯანდაცვა » ჯენერიკების მიმართ უნდობლობა ინფორმაციულობის ნაკლებობით აიხსნება
საზოგადოებაში ჯენერიკების მიმართ ნდობა დაბალია, რაც ინფორმაციულობის ნაკლებობით აიხსნება. ამ მიმართულებითაც სახელმწიფომ გაკრვეული კამპანია უნდა წამოიწყოს.

ჯენერიკების მიმართ უნდობლობა ინფორმაციულობის ნაკლებობით აიხსნება

ჯანდაცვის სამინისტროს მეირ შემუშავებული რეფორმები შეაფასა და თავისი აზრი გამოთქვა “დრიმ დენტალ გროუფის” სტომატოლოგნა ნინი ბეილმა. ექიმმა მოკლედ ისაუბრა როგორც ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმაზე, ასევე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე:

,,ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა მომწონს. ოჯახის ექიმის ინტიტუტის წინ წამოწევა ბევრად გაუმარტივებს პაციენტებს მკურნალობის პროცესს იმ კუთხით, რომ მათ ზუსტად ეცოდინებათ, თუ ვის უნდა მიაკითხონ ავადობის  დროს. ხშირად პაციენტი ვერ გებულობს, თუ საიდანაა გამოწვეული ესა თუ ის ტკივილი, ამიტომ მას ბევრ ვიწრო სპეცილისტთან უხდება სიარული, ვიდრე საბოლოოდ, დაადგენს თუ რა აწუხებს, რის შედეგადაც იგი კარგავს ძალიან დიდ დროს, ეს ყველაფერი ასევე ხარჯებთანაცაა დაკავშირებული.

ოჯახის ექიმის ინსტიტუტის წინ წამოწევა კი ბევრად ამარტივებს აღნიშნულ პროცესს. პაციენტი პირდაპირ მივა ოჯახის ექიმთან და საჭიროების შემთხვევაში, მოხდება მისი სწორად გადამისამარტება ვიწრო სპეციალისტთან“.

რაც შეეხება ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამას, სტომატოლოგი იწონებს და წარმატებულს უოდებს:

 „რა თქმა უნდა, მისასალმებელია. ამ რეფორმამ ძალიან ბევრი რამ შეცვალა დადებითი კუთხით. ძალიან ბევრი ადამიანი ვერ ახერხებდა ოპერაციის ჩატარებას უსახსრობის გამო. დღეს კი, ეს პრობლემა მოიხსნა. პაციენტები ძალაინ კმაყოფილები არიან“. 

ნინი ბეილმა ფარმაცევტულ ბაზარზე შექმნილ მდგომარეობაზეც  ისაუბრა და აღნიშნა, რომ მედიკამენტები  საგრძნობლადაა გაძვირებულია, რაც დიდ უკმაყოფილებას იწვევს პაციენტებში:

„სახელმწიფო გარკვეულ პროგრამებს ახორციელებს, რაც პაციენტებს უმსუბუქებს შექმნილ მდგომარეობას. ამ მხრივ აუცილებელია მდგომარეობის შემსუბუქება. ინიციატივა, რომელიც ჯენერიკ მედიკამენტების სეგმენტის გაფართოებას გულისხმობს, მისასალმებელია. დღეს საზოგადოებაში ჯენერიკების მიმართ ნდობა დაბალია, რაც ინფორმაციულობის ნაკლებობით აიხსნება. ამ მიმართულებითაც სახელმწიფომ გაკრვეული კამპანია უნდა წამოიწყოს“.

epn.ge

იხილეთ ასევე

„ფაიზერის“ ფირმის ვაქცინით იმუნიზაცია საქართველოს 7 კლინიკაში დაიწყება

ჯანდაცვის სამინისტროში, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიასა და კლინიკების ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა შედგა. შეხვედრაზე ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინაციის …