მთავარი » დაზღვევა » „ჯიპიაი ჰოლდინგი“: კორპორაციული სამედიცინო დაზღვევის სეგმენტში სერიოზული პრობლემებია

„ჯიპიაი ჰოლდინგი“: კორპორაციული სამედიცინო დაზღვევის სეგმენტში სერიოზული პრობლემებია

პანდემიის მიუხედავად, 2020 წელს „ჯიპიაი ჰოლდინგის“ ინდივიდუალური კერძო სამედიცინო დაზღვევის სეგმენტი გაიზარდა. კორპორაციულ მიმართულებაში კი სერიოზული პრობლემებია, რისი მიზეზიც ქვეყნის ეკონომიკის შემცირება, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესში მიმდინარე კლებაა. ამის შესახებ სამედიცინო დაზღვევის ბაზრის 2020 წლის ლიდერის „ჯიპიაი ჰოლდინგის“ კომუნიკაციების დირექტორმა თინათინ სტამბოლიშვილმა jandacva.ge-ს განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის 2020 წლის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობაში კერძო სამედიცინო დაზღვევით მოსარგებლეთა პროცენტული წილი მცირედით გაიზარდა – თუ 2019 წლის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 16%, ხოლო 2018-ში 15% იყო, 2020 წელს ის 17%-მდეა გაზრდილი.  ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისი 620 408 მოქალაქეს აქვს ნაყიდი. ბაზრის ამ სეგმენტის ლიდერი კი 28%-იანი წილით „ჯიპიაი ჰოლდინგია“.

კომპანიის კომუნიკაციების დირექტორის თინათინ სტამბოლიშვილის შეფასებით, „ჯიპიაი“ სამედიცინო დაზღვევის სერვისს თბილისსა და რეგიონებში 150 ათასზე მეტ მომხმარებელს აწვდის, 2020 წლის შედგებით კი 33%-იანი ზრდაა  მოზიდულ პრემიაში, თუმცა მსხვილ კონტრაქტებს თუ არ გავითვალსიწინებთ, კორპორაციული მიმართულება უმნიშვნელოდაა გაზრდილი, საცალო კი 12%ით.

„პანდემიის ფონზე ეს ნამდვილად შეიძლება ჩაითვალოს დადებით შედეგად ჩვენი კომპანიისთვის და აუცილებლად უნდა აღინიშნოს ჩვენი ძალისხმევა – მაქსიმალურად შევეცადეთ, მოვრგებოდით შემქნილ გარემოებებს, და შეგევთავაზებინა დაზღვეულებისთვის კომფორტული მომსახურების პირობები შეზღუდვების დროსაც.

დიჯიტალიზაზიისა და ტექნოლოგიური ინოვაციების სისტემებმა, რომელსაც ჩვენ გასულ ირამდენიმე წელია აქტიურად ვავითარებდით, საშუალება მოგვცა, შეუფერხებლად მიგვეწოდებინა სერვისი დაზღვეულებისთვის. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ ამ სეგმენტზე გაუმჯობესებული პაკეტის გამოტანას, რომელიც კიდევ უფრო აქტუალური და მიმზიდველი იქნება საშუალო და მცირე კომპანიებისთვის. კომპანიის პორტალის (MYGPI.GE) აპლიკაციის საშუალებით ყოველდღიურად ათასობით დაზღვეული იღებს დაფინანსებას, საგარნტიო წერილს, მიმართვას და ჯავშნის ვიზიტს,“ – განაცხადა თინათინ სტამბოლიშვილმა jandacva.ge-სთან საუბარში.

რაც შეეხება კორპორაციულ მიმართულებას, „ჯიპიაის“ კომუნიკაციების დირექტორის თქმით, ამ სეგმენტში სერიოზული პრობლემებია, რადგან ზრდის დინამიკა სერიოზულად არის შემცირებული, მიზეზია როგორც ეკონომიკური აქტივობის შემცირება, ისე კლება  მცირე და საშუალო სექტორში, რაც  სადაზღვევო ინდუსტრიაზე პირდაპირ აისახება.

იხილეთ ასევე

წინა წლებში ასეთი ადამაინების მიმართ იყო დისკრიმინაციული მიდგომა, როდესაც ისინი კერძო დაზღვევას კარგავდნენ, ვერ ხდებოდნენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მონაწილეები.

პირი, რომელიც კერძო დაზღვევას დაკარგავს, მოკლე დროში ჩაერთვება საყოველთაოში

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს დადგენილება, რომლის თანახმადაც სადაზღვევო ინდუსტრიებს, კლინიკებს და ჯანდაცვის სამინისტროს სადაზღვევო ბაზებზე …