მთავარი » მსოფლიო » Johnson & Johnson-ი კოვიდ-ვაქცინების წარმოებას ამცირებს

Johnson & Johnson-ი კოვიდ-ვაქცინების წარმოებას ამცირებს

ამერიკული კომპანია Johnson & Johnson-ი კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინების წარმოებას ამცირებს. მიზეზი მოთხოვნის კლებაა. ამის შესახებ Wall Street Journal-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

ბოლო თვეების განმავლობაში Johnson & Johnson-მა გაწყვიტა კონტრაქტები იმ კომპანიებთან, რომლებიც მას კორონავირუსის პანდემიის პერიოდში  ვაქცინის წარმოებაში ეხმარებოდნენ. ამ კომპანიებს შორისაა Catalent და Sanofi.

კონკურენტ Merck & Co.-სთან პარტნიორობამ, რომელიც ამერიკის მთავრობის მოთხოვნით შედგა, მოლოდინი არ გაამართლა და ახლა კომპანიები ურთიერთობებს არბიტრაჟში არკვევენ.

2021 წლის აპრილში აშშ-სა და ევროპის ქვეყნების ხელისუფლებებმა შეწყვიტეს Johnson & Johnson-ის ვაქცინების გამოყენება. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც 6 პაციენტს აღნიშნული პრეპარატის მიღების შემდეგ თრომბი განუვითარდა.

მოგვიანებით, კვლევების ჩატარების შემდეგ, ამერიკელმა მარეგულირებელმა ვაქცინის გამოყენებაზე ნებართვა გასცა და კომპანიამ ევროპაში მიწოდება განაახლა.

თუმცა 2022 წლის მაისში აშშ-მა კვლავ შეზღუდა Johnson & Johnson-ის ვაქცინების გამოყენება, რისი მიზეზიც ისევ თრომბის განვითარების რისკი იყო.  მარეგულირებლის განმარტებით, შესაძლოა, პრეპარატმა სისხლის სიცოცხლისთვის საშიში  შედედება გამოიწვიოს ვაქცინაციიდან ორი კვირის განმავლობაში.

იხილეთ ასევე

ზაზა წერეთელი: “XBB.1.5 -ით გამოწვეული ტალღა შეიძლება დაემსგავსოს წინა და სახიფათო მწვერვალებს”

ომიკრონის ახალი ქვევარიანტით XBB.1.5 -ით გამოწვეული ტალღა შეიძლება დაემსგავსოს წინა და სახიფათო მწვერვალებს, როგორიც იყო …