მთავარი » მსოფლიო » Johnson & Johnson-ის სკანდალი – საბავშვო ტალკი საკვერცხის კიბოს იწვევს
საკვერცხის კიბოსა და Johnson & Johnson-ის ტალკის სავარაუდო კავშირის დაახლოებით 60 შემთხვევა გამოვლინდა.ფარმაცევტული გიგანტი შესაძლოა 72 მილიარდით დაჯარიმდეს

Johnson & Johnson-ის სკანდალი – საბავშვო ტალკი საკვერცხის კიბოს იწვევს

უმსხვილესი ფარმაცევტული გიგანტი Johnson & Johnson შესაძლოა 72 მილიონით დაჯარიმდეს.

მისოურის შტატში მცხოვრები ქალის ოჯახი, რომელიც საკვერცხის კიბოთი გარდაიცვალა, დაავადების გამომწვევ მიზეზად Johnson & Johnson-ის საბავშვო ტალკს ასახელებს. ჟაკლინ ფოქსის ოჯახი საქმეს სასამართლოში იძიებს. ოჯახის ადვოკატის განცხადებით, კომპანიას ამ რისკის შესახებ ინფორმაცია აქვს, თუმცა რეპუტაციის გაფუჭების ეშინია და მალავს.

აქამდე საკვერცხის კიბოსა და ფარმაცევტული კომპანიის ტალკის სავარაუდო კავშირის დაახლოებით 60 შემთხვევა გამოვლინდა. 

აღსანიშნავია, რომ ეს სკანდალი უმსვიხლესი ფარმაცევტული გიგანტისთვის პირველი არ არის. ცოტა ხნის წინ მის სახელს დაუკავშირდა საბავშვო შამპუნში კარცეროგენული ნივთიერებების აღმოჩენა. კომპანია ჩვილებისთვის განკუთვნილ შამპუნში, რომელიც რეკლამის თანახმად ხორბლის ექსტრაქტს შეიცავს და არ აღიზიანებს თვალებს, ფორმალდეჰიდის გამომყოფ ნივთიერებას ამატებდა.

უფერო, არაალებადი და არასტაბილური ფორმალდეჰიდი ფართოდ გამოიყენება ხის, ქაღალდის, პლასტმასისა და ტექსტილის პროდუქტების შემადგენლობაში. ის გამოიყენება სამედიცინო სფეროში, როგორც საკონსერვაციო საშუალება სხეულის ბალზამირების დროს და ზოგიერთ ისეთი ფართო მოხმარების პროდუქციაში, როგორიცაა ლოსიონები. დადასტურებულია, რომ ფორმალდეჰიდი მიეკუთვნება კარცეროგენულ კატეგორიას, რომელიც კიბოს გაჩენის რისკს ზრდის.

theguardian.com

იხილეთ ასევე

ზაზა წერეთელი: “XBB.1.5 -ით გამოწვეული ტალღა შეიძლება დაემსგავსოს წინა და სახიფათო მწვერვალებს”

ომიკრონის ახალი ქვევარიანტით XBB.1.5 -ით გამოწვეული ტალღა შეიძლება დაემსგავსოს წინა და სახიფათო მწვერვალებს, როგორიც იყო …