მთავარი » ჯანდაცვა » ჯონი ჯანაშია: ტენდერი დროული და აუცილებელი იყო
ტენდერი მართლაც, დროული და საჭირო იყო, ეს კარგ და სასიკეთო ცვლილებებს ველით. პირობების თანახმად, ინვესტორის შემოსვლის შემდეგ, ის იქნება ერთადერთი მმართველი.

ჯონი ჯანაშია: ტენდერი დროული და აუცილებელი იყო

თბილისი (BPI) – საპარტნიორო ფონდმა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად სახელმწიფო–კერძო პარტნიორობის მოდელის მქონე კვალიფიციური და გამოცდილი ინფრასტრუქტურული კონსორციუმების შერჩევის მიზნით ჯანდაცვის სფეროს ობიექტებისთვის ტენდერი გამოაცხადა.

 იგეგმება სამი დიდი საავადმყოფოს, კერძოდ, აკადემიკოს ყიფშიძის სახ. ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა, უნივერსალური სამედიცინო ცენტრი და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო.  რეკონსტრუქცია და ექსპლუატაცია.

კონკრეტულად რა ტიპის  ცვლილებები იგეგმება  კლინიკებში, რა ეტაპზეა ტენდერი და მოხდება თუ არა, კლინიკების რეკონსტრუქცია ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად, რაც მედპერსონალის გადამზადებასა და კლინიკების თანამედროვე აპარატური აღჭურვასაც გულისხმობს. ამ თემაზე ბავშვთა ინფექციური საავამდყოფოს დირექტორი, ჯონი ჯანაშია გვესაუბრა:

,,ტენდერი მართლაც, დროული და საჭირო იყო. შესაბამისად, მხოლოდ და მხოლოდ კარგ და სასიკეთო ცვლილებებს ველით. ტენდერის პირობების თანახმად, ინვესტორის შემოსვლის შემდეგ, ის იქნება ერთადერთი მმართველი. თუმცა სახელმწიფო და ინვესტორი იქნებიან თანამლობელები. პროცენტული წილი განაწილდება თანაბრად მოხდება, რაც იმის მანიშნებელია, რომ არ გაიყიდება საავადმყოფო და არ შეეცვლება პროფილი. გარდა ამისა, არის ახალი ტექნოლოგიების დანერგვის, მედპერსონალის გადამზადების ვალდებულება, რაც უდავოდ მნიშვნელოვანია.“

ცნბოილია, რომ ტენდერი  9 იანვარს დასრულდება. ამ დროისთვის საბოლოოდ გაირკვევა თანამფლობელის საბოლოო ვინაობა, ამ ეტაპზე ჯერჯერობით დაინტერესება ავსტრიულმა კომპანიამ გამოთქვადა და კომისიამაც უპრატესობაც სწორედ, მის წინადადებას მიანიჭა. 

მედპერსონალის გადამზადებასა და  ტექნოლოგიური ცვლილებების აუცილებლობაზე საავამდყოფოს დირექტორი განმარტავს:

„ჩვენი საავადმყოფო თბილისში ერთ–ერთი უძველესი სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც 1936 წელს აშენდა და მას შემდეგ კაპიტალური რემონტი, ფაქტობრივად, არ ჩატარებულა, თუ არ ჩავთვლით მცირე კოსმეტიკურ რემონტს.  ძალიან მალე იგეგმება შევიძინოთ ტექნიკა, რათა ამოქმედდეს ახალი რეანიმაციული სამსახური, იქნება ისეთი დონის მიმღები, როგორიც შეეფერება თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფოს, ამოქმედდება  ახალი ლაბორატორია. მარტივად რომ ვთქვათ, წინსვლა ნამდვილად იგრძნობა.“

გამოიწვევს თუ არა სერვისების დახვეწა მომსახურებაზე ფასების გაზრდას, ჯანაშია აღნიშნავს:

„ვფიქრობ, რომ არ გამოიწვევს. ჩვენ ვართ სახელმწიფო ორგანიზაცია. ამავე დროს, ჩართული ვართ სახელმწიფო პროგრამაში. ბავშვთა ინფექციური მომსახურება მთლიანად სახელმწიფო პროგრამის ქვეშ მიმდინარეობს. მას შემდეგ რაც გაფართოვდება ჩვენი მომსახურების სფერო, ჩავერთვებით საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაშიც. ცვლილებები იქნება მხოლოდ პაციენტის სასიკეთოდ განხორციელებული.“

ჯონი ჯანაშიამ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას შემდეგ , რაც ინვესტორი და სახელმწიფო კლინიკის მართვას უზრუნველყოფენ, შესაძლოა ბავშვთა ინფექციური ცენტრის ბაზაზე მრავალპროფილური საავამდყოფო შეიქმნას:

,,ჯერ ჰიპოთეზის დონეზე, თუმცა მიმდნარეობს მსჯელობა, რომ ჩვენს ბაზაზე შეიქმნას ბავშვთა მრავალპროფილური საავადმყოფო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შეიძლება ქალაქის ცენტრში ამოქმედდეს ისეთი მძლავრი ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის კერა, რომელიც სულ ცოტა ოთხ რაიონს მოიცავს, მათ შორის,  ვაკე–საბურთალოს, დიდუბეს და მთაწმინდას.“

bpi.ge

იხილეთ ასევე

“ფაიზერის” ვაცქინა საქართველოშია

“ფაიზერის” ვაცქინა საქართველოშია. კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატით დატვირთული თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში წუხელ, 00:20 საათზე დაეშვა. …